ჭადრაკი

22:25 | 30.08.2012 | ნანახია [] - ჯერ

იოლი "გასეირნების" მოლოდინში...

სტამბოლში მიმდინარე საჭადრაკო ოლიმპიადის მესამე დღეს, საქართველოს ვაჟთა ნაკრების მეტოქე ჰოლანდიის ნაკრები იყო. ამ უკანასკნელის მოთამაშეთა რეიტინგი 2600-ს არ ჩამოუვარდებოდა. ჰოლანდიელთა პირველ დაფას ლოეკ ვან ველი უზის, რომლის რეიტინგიც 2691-ია. პარტიები დაძაბულად მიმდინარეობდა. მეოთხე დაფაზე კონსტანტინე შანავამ შეძლო დანიელ სტელვაგენის დამარცხება, დანარჩენი პარტიები კი ყაიმით დასრულდა.
მიხეილ მჭედლიშვილი (2659)- ლოეკ ვან ველი (2691) 0,5:0,5
მერაბ გაგუნაშვილი - ივან სოკოლოვი (2696) 0,5:0,5
ლევან ფანცულაია (2575) - იან სმითსი (2608) 0,5:0,5
კონსტანტინე შანავა (2569)  - დანიელ სტელვაგენი (2630) 1-0
საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა 2,5-1,5 იმარჯვა. სამი ტურის შემდეგ, ქართველ მოჭადრაკე ვაჟებს 8 ქულა აქვთ (მათ ორი შეხვედრა მოიგეს, ერთი წააგეს) და 26-ე ადგილზე არიან. დღეს მათ იოლი "გასეირნება" ელით ფარერის კუნძულების წარმომადგენლებთან.
რაც შეეხება საქართველოს მოჭადრაკე ქალთ ნაკრებს, ორი ტურის შემდეგ აბსოლუტური შედეგი ჰქონდათ და მესამე ტურში გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდნენ. ამ შეხვედრაში ფავორიტად, რაღა თქმა უნდა, ჩვენი გუნდი ითვლებოდა, საბოლოოდ ფრე, 2-2 დაფიქსირდა.
ნანა ძაგნიძე (2547) ელიზაბეტ პაეცის (2491) დაუზავდა, ბელა ხოტენაშვილი (2509) – ტატიანა მელამედის (2356), ლელა ჯავახიშვილმა (2458) მელანიე ომეს (2337) მოუგო, ხოლო ნინო ხურციძემ (2444) დათმო პარტია მარტა მიჩნასთან (2380). სამი ტურის შემდეგ, ქართველ მოჭადრაკე ქალებს აქტივში 10 ქულა აქვთ (2 მოგება, ერთი ფრე) და კვლავ ლიდერთა ჯგუფში არიან. მათი დღევანდელი მეტოქე კუბის სუსტი გუნდია და ცხადია, ქართველები ქულათა ამქსიმუმის აღებას გეგმავენ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.161867