ფეხბურთი

0:36 | 17.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ინტერს” ძანეტი უბრუნდება

მილანის “ინტერის” კაპიტნის, ხავიერ ძანეტის მოედანზე დაბრუნება ახლოვდება. ამაზე ის ფაქტი მეტყველებს, რომ 40 წლის ფეხბურთელმა ვარჯიში დაიწყო.

ვეტერანმა არგენტინელმა ფეხბურთელმა აპრილში მძიმე ტრავმა მიიღო და ის მას შემდეგ უქმადაა. “ინტერის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ძანეტიმ გუნდის სხვა წევრებთან ერთად ვარჯიში დაიწყო. თუმცა, უახლოეს მატჩებში ძანეტის მოედანზე გამოჩენას არ უნდა ველოდოთ, რადგან მას სათანადო ფორმის აღდგენა სჭირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112205