ფეხბურთი

22:23 | 24.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

იკარდი წასვლაზე დაფიქრდა

იტალიური “სამპდორიას” ახალგაზრდა თავდამსხმელი მაურო იკარდი აცხადებს, რომ მას გენუურ კლუბში ყველაფერი აკმაყოფილებს, მაგრამ ის სათამაშო ადგილის გამოცვლაზე მაინც ფიქრობს.

“სამპდორიაში” კიდევ ერთი წლით დარჩენამ, შესაძლოა, ჩემს კარიერაზე დადებითად არ იმოქმედოს, მაგრამ ამაში დარწმუნებული არ ვარ.

არ არსებობს იმის გარანტია, რომ კლუბი ცნობილ თავდამსხმელს არ შეიძენს და სათადარიგოთა სკამზე არ აღმოვჩნდები. თუმცა, არასდროს მითქვამს, რომ “ინტერში”, “მილანში” ან “იუვენტუსში” გადასვლა მინდა. “სამპდორიაში” ყველაფერი მაკმაყოფილებს.” – აცხადებს 20 წლის არგენტინელი შემტევი.

გავრცელებული ინფორმაციით, იკარდის შეძენის სურვილი “იუვენტუსს”, “ინტერს”, “მილანსა” და “ნაპოლის” აქვთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109073