ფეხბურთი

22:51 | 10.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

IFFHS-მ ჰაინკესი წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა

მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილი დამრიგებელი იუპ ჰაინკესი, IFFHS-ს ვერსიით, 2013 წლის საუკეთესო მწვრთნელი გახდა.

მიუხედავად იმისა, რომ ჰაინკესმა წლის მხოლოდ ნახევარი იმუშავა, ფეხბურთის სტატისტიკისა და ისტორიის საერთაშორისო ფედერაციამ მას მაინც 216 ქულა მიანიჭა, რაც პირველი ადგილის დასაკავებლად საკმარისი გამოდგა. მე-2 ადგილზე გავიდა კიდევ ერთი გერმანელი, იუგენ კლოპი. “დორტმუნდის” დამრიგებელმა თავი 101 ქულას მოუყარა. სამეულში 61 ქულით შედის მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე, რომელსაც “მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდა, სერ ალექს ფერგიუსონი (33 ქულა) მოსდევს. “ბაიერნი” რეიტინგში 2 სპეციალისტითაა წარმოდგენილი – პეპ გვარდიოლა, რომელიც მწვრთნელობას წლის შუაში დაუბრუნდა, 30 ქულით, მე-5 ადგილს იკავებს. მას მოსდევენ ჟოზე მოურინიო (10), ანტონიო კონტე (3) და ჟორჟე ჟეზუსი (3).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126325