თამაშგარე

19:11 | 12.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

იაო მინი პოლიტიკაში წავიდა

ცნობილი ჩინელი კალათბურთელი, ენბეას ყოფილი მოთამაშე, ცენტრალური თავდამსხმელი იაო მინი პოლიტიკაში წავიდა. ის თავისი ქვეყნის სამთავრობო კომიტეტის შემადგენლობაში შევიდა და ცხოველთა დაცვაზე მუშაობს.

იაო მინმა მოუწოდა საზოგადოებას, რომ ბუნების დაცვაზე იზრუნონ. მან სთხოვა მთავრობას მიიღოს შესაბამისი კანონები, რომლებიც სპილოს ძვლით, მარტორქის რქებითა და მათი ნაკეთობებით ვაჭრობას აკრძალავს.

ბუნების დაცვის გარდა, იაო მინი განათლებისა და სპორტის სფეროთიც არის დაკავებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119659