ფეხბურთი

10:56 | 11.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჰუმელსი: "ბაიერნს" ჩვენი დასუსტება სურს"

"დორტმუნდისა" და გერმანიის ეროვნული ნაკრების დაცვის ლიდერმა მატს ჰუმელსმა მიუნხენის "ბაიერნის" პოლიტიკა გააკრიტიკა. ჰუმელსი მიიჩნევს, რომ ბავარიელები მის გუნდს მიზანმიმართულად ასუსტებენ:

"მიუნხენელებს ჩვენთან ბრძოლისას მუდამ პრობლემები ჰქონდათ. აღარ შევეხები მარიო გიოტცესა და რობერტ ლევანდოვსკის გადაყვანას, რადგან უკვე ჩავლილი ამბავია. ახლა კი კარლ-ჰაინც რუმენიგემ გაახმაურა მარკო როისის კონტრაქტის პუნქტები, ანუ რა თანხის სანაცვლოდ უნდა შეელიოს კლუბი როისს. ასეთი პუნქტები ზოგადად არ ხმაურდება. თუმცა, რადგან "ბაიერნს" ჩვენი დასუსტება სურს, ეს იმას ნიშნავს, რომ მართლაც ძლიერი გუნდი გვყავს".

ილია კახელიშვილი

Loading...
0.149321