ფეხბურთი

15:13 | 9.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჰანდანოვიჩმა შეცდომა აღიარა

მილანის “ინტერის” მეკარე სამირ ჰანდამოვიჩმა აღიარა, რომ სერია  A-ს განვლილ ტურში უპატიებელი შეცდომა დაუშვა და “პარმასთან” მატჩი 3:3 ამის გამო დასრულდა.

29 წლის სლოვენიელს უწყინარ სიტუაციაში ბურთი ხელიდან გაუვარდა და სტუმრებმა პირველ ტაიმზე დამატებულ დროში დაწინაურება მოახერხეს.

“მსგავსი რამ, შესაძლოა, ნებისმიერს დაემართოს. მსურდა, რომ კუთხური თავიდან ამეცილებინა და სწრაფი შეტევა წამომეწყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ბურთი ხელიდან გამიცურდა. ვწუხვარ და ამ ფრისთვის პასუხისმგებლობას სრულად საკუთარ თავზე ვიღებ, რადგან ამ გოლმა მატჩის მსვლელობა შეცვალა. მრცხვენია მეც და ჩემს თანაგუნდელებს, ასეთი მნიშვნელოვანი თამაში რომ ვერ მოვიგეთ” - განაცხადა ჰანდანოვიჩმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.134776