ფეხბურთი

15:06 | 3.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

გოგუამ "სკა-ენერგიასთან" კონტრაქტი გააგრძელა

გოგიტა გოგუამ ხაბაროვსკის "სკა-ენერგიასთან" კონტრაქტი ერთი წლით გააგრძელა. 30 წლის ქართველმა რუსეთის პირველი დივიზიონის გასულ სეზონში 26 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, "სკა-ენერგიას" გულშემატკივართა გამოკითხვით, გოგიტა სეზონში გუნდის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

ხაბაროვსკის კლუბი დატოვა გორის "დილას" ექსფორვარდმა, ბრაზილიელმა ნათან ჟუნიორმა. ღიადაა გიორგი ნავალოვსკის საკითხი, რომელსაც რუსეთის პრემიერლიგის გუნდიდან აქვს შემოთავაზება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113746