ფეხბურთი

16:01 | 2.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

გივი კვარაცხელია "ჩიხურაში" ითამაშებს

სოსო ფრუიძე: "ბიუჯეტს ხვალ დაგვიმტკიცებენ"


გამოცდილი მცველი გივი კვარაცხელია საჩხერის "ჩიხურაში" ითამაშებს. სოსო ფრუიძის გუნდს ერთი ცენტრალური მცველი აუცილებლად სჭირდებოდა, რადგან გიორგი რეხვიაშვილი თბილისის ”დინამოში" დაბრუნდა. 34 წლის კვარაცხელია კი, პირიქით, "დინამოდან" გადავიდა ზემოიმერულ კლუბში. "ჩიხურა" კვარცხელიასთვის კარიერაში მე-12 კლუბია.

კიდევ ვის დაიმატებენ საჩხერელები? სოსო ფრუიძემ "მსოფლიო სპორტს" უთხრა, რომ ბიუჯეტის დამტკიცებას ორშაბათისთვის ელიან და მანამდე ჯერ გადაწყვეტით ვერაფერს ამბობს. გადაწყვეტილი ჯერ ისაა, რომ საბა ლომია ითამაშებს "ჩიხურაში". როგორც იცით, ლომიამ გასული სეზონი "მერანში" გაატარა, ხოლო ამ სეზონში "ზესტაფონში" გახლდათ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1165