სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

12:49 | 4.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ფანცულაია: "არადა, თავიდან ფეხბურთი არ მიყვარდა - მამამ შემაყვარა"
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

 ქუთაისის "ტორპედოს" ახალგაზრდა ფეხბურთელთა ჯგუფიდან ერთ-ერთი გამორჩეული უდავოდ გიორგი ფანცულაიაა. 19 წლის თავდამსხმელი მიმდინარე სეზონს კარგად ატარებს და რამდენიმე მნიშვნელოვანი გოლიც გაიტანა. პროგრესი აშკარაა - ის შარშანდელზე უკეთ გამოიყურება და 19-წლამდელთა ნაკრების ძირითად ფეხბურთელადაც მიიჩნევა.

"მსოფლიო სპორტი" გიორგი ფანცულაიას ესაუბრა:

- ამ სეზონში თამაშს მოუმატეთ. თავდაჯერების მომენტია?

- ვფიქრობ, პროგრესი მთლიანად "ტორპედოს" ეტყობა და მათ შორის მეც. ისეთ მწვრთნელებთან მოვხვდი, რომ შემიძლია, ჩემი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვიყენო. "ტორპედო" შემტევ ფეხბურთს თამაშობს. მეტიც, ვფიქრობ, საქართველოს ჩემპიონატში ყველაზე გამართულ და თანამედროვე ფეხბურთს აჩვენებს, რასაც სხვა გუნდების საწყენად არ ვამბობ. შესაბამისად, მეც თავდაჯერებული გავხდი. ინდივიდუალური თამაში მაქვს დასახვეწი.

- წესით, ეს ევროტურნირებზეც უნდა დაგეტყოთ. შარშან "ტორპედო" ცუდად გამოვიდა ევროსარბიელზე და რეალურად გაქვთ იმედი, რომ წლეულს უკეთესობა იქნება?

- დიახ, გაცილებით დახვეწილია გუნდი. გია გეგუჩაძის დამსახურება აღსანიშნავია: ახლა უფრო მეტი პოტენციალი გაგვაჩნია.

- ინდივიდუალური თამაში მაქვს დასახვეწიო. უფრო კონკრეტულად?

- აი, მაგალითად, 19-წლამდელთა ნაკრების ახლახანს დასრულებულ ტურნირზე ვიტყვი, რომელიც პორტუგალიაში გაიმართა. ძალიან ბევრი მომენტი გვქონდა სამივე მატჩში (პორტუგალიასთან, სერბეთთან, რუსეთთან), მათ შორის მეც უნდა გამეტანა, მაგრამ რეალიზაციაში მოვიკოჭლებდი. ეს უნდა დავხვეწო აუცილებლად. გოლი იგებს თამაშს.

- შეტევაში სხვადასხვა პოზიციაზე თამაშობთ. ყველაზე მეტად სად მოგწონთ?

- 4 სხვადასხვა პოზიციაზე მითამაშია: ცენტრფორვარდად, უკანდაწეულ ფორვარდად, მარჯვენა შემტევად, მარცხენა შემტევად. რომ გითხრათ, რომელიმე ადგილზე თავს ცუდად ვგრძნობ-მეთქი, მართალი არ ვიქნები. შედარებით, მაინც უკანდაწეულ თავდამსხმელად, ან მარცხნიდან შემტევად მირჩევნია.

- პორტუგალიაში რა პოზიციაზე ითამაშეთ?

- უკანდაწეულ ფორვარდად.

- "ტორპედოს" რომელ წლევანდელ მატჩებს გამოარჩევდით?

- გორში "დილასთან", რომელიც 2:1 მოვიგეთ. "დილასთან" სტუმრად გამარჯვება ხუმრობა არაა. ასევე, თბილისის "დინამოსთან" საშინაო მატჩი ჩავატარეთ ძალიან კარგად. 1:1 დასრულდა და გული დაგვწყდა - ვფიქრობ, მოგებას ვიმსახურებდით.

- თქვენი ყველაზე დასამახსოვრებელი გოლი? "გაგრასთან" თასზე?

- დიახ. ალბათ, მაინც "გაგრასთან". 20 წუთი რჩებოდა თამაშის დასრულებამდე, 0:0 იყო და ასე რომ დასრულებულიყო, "გაგრა" გადიოდა.

- "ტორპედოში" გყავთ გამორჩეული პარტნიორი, რომელსაც სხვებზე უკეთ უგებთ მინდორზე?

- ვერ გამოვარჩევ, ყველანი ერთნი ვართ.

- 19-წლამდელთა პორტუგალიურ ტურნირზე უფრო ვრცლად მოგვიყევით.

- ნეტავ, სადმე ყოფილიყო რეპორტაჟები და ყველა დარწმუნდებოდა, რომ პორტუგალიასთან და მით უმეტეს, სერბეთთან მატჩი არანაირად არ უნდა წაგვეგო. პორტუგალიასთან 4 საგოლე მომენტი გვქონდა, მაგრამ 0:2 წავაგეთ. თანაბარი თამაში იყო. სერბეთს აშკარად ვაჯობეთ, მაგრამ 5 წუთში წავაგეთ. ჩვენი ბრალი იყო, გასატანი უნდა გაგვეტანა. რუსეთთან კი 1:0 ვიმარჯვეთ. აქაც საკმაო უპირატესობა გვქონდა.

- 19-წლამდელებს მაისის ბოლოს ბელგიაში ელიტ-რაუნდი გელით, სადაც მეტოქეები იქნებიან ბელგია, შოტლანდია და ინგლისი. რამდენად მზადაა ჩვენი ნაკრები ძლიერ მეტოქეებთან სათამაშოდ?

- კარგი, შემტევი გუნდი გვყავს. აქამდე 19-წლამდელთა ნაკრები შემტევ ფეხბურთს არ თამაშობდა, მაგრამ რაც გია ცეცაძე დაინიშნა მწვრთნელად, ყველაფერი შეიცვალა. მხოლოდ შეტევაზეც არაა: პორტუგალიაში თამაშის ხარისხი იყო მაღალი. კარგი იქნებოდა, თავიდანვე ცეცაძე ყოფილიყო ამ ნაკრების მწვრთნელი.

- გასაგებია. მამათქვენი მამუკა ფანცულაია 80-იანი წლების მეორე ნახევარში გამოჩნდა “დინამოში" და კარგი ფეხბურთიც ითამაშა. რამდენად დიდი როლი ითამაშა მამამ თქვენს ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში?

- ძალიან დიდი როლი. მამაჩემი "ოლიმპში" 1992 წელს დაბადებულებს წვრთნიდა, მე კი ამავე სკოლაში 2 წლით პატარებში დავდიოდი. ანუ, მამა არ ყოფილა ჩემი მწვრთნელი, მაგრამ მან შემაყვარა ფეხბურთი. არიან ფეხბურთელები, კარიერას დაასრულებენ და ბურთისკენ გახედვა არ სურთ, მამაჩემი კი 24 საათი ფეხბურთზე ლაპარაკობს. ასე იყო მაშინაც და 7 წლისა მივედი "ოლიმპში". არადა, თავიდან ფეხბურთი არ მიყვარდა.

- აბა, რა გიყვარდათ?

- სხვა გასართობები უფრო მიზიდავდა. მახსოვს, 6 წლის ვიყავი, 2000 წელს მამამ პირველად მაყურებინა ფეხბურთი. ჩემპიონთა ლიგის ფინალში "რეალმა" 3:0 რომ მოუგო "ვალენსიას". მაშინ შემიყვარდა რობერტო კარლოსი და მთლიანად, ფეხბურთი. მომდევნო წელს კი მამამ "ოლიმპში" მიმიყვანა. სულ მარიგებდა. მეუბნებოდა, აი, მე ეს მინუსები მქონდა და შენ არ უნდა გაიმეოროო.

- ნანახი გაქვთ მამის თამაშები ვიდეოზე?

- სამწუხაროდ, მხოლოდ ერთი მატჩის ფირი ვნახეთ. სხვა არ გვაქვს.

- მსგავსება აღმოაჩინეთ?

- მგონი, ცოტა ვგავარ. მამაჩემი უფრო რბილი მანერისა იყო, თან ცეკვაზე დადიოდა და პლასტიკა მეტი ჰქონდა. მე უფრო აქტიური, აგრესიული სტილისა ვარ.

 


სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.117646
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X