ფეხბურთი

17:51 | 26.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჭანტურია: "გადაწყდა, ერთი წლით გამანათხოვრებენ"

იტალიური "ვერონა" გიორგი ჭანტურიას ერთი წლით გაანათხოვრებს. ეს გადაწყვეტილია და თავად გიორგიმ უთხრა "მსოფლიო სპორტს". ამიტომაცაა, რომ ვერონელებმა განაცხადში არ შეიყვანეს 21 წლის ქართველი.

ჭანტურიამ გვითხრა, რომ არაევროკავშირელებზე ლიმიტის გამო ანათხოვრებენ სხვა კლუბში. ანუ, მიზეზი ქართული პასპორტიაო.

უახლოეს 3 დღეში გადაწყდება, თუ სად გააგრძელებს ქართველი შემტევი კარიერას.

0.118245