სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ინტერვიუები

17:33 | 29.11.2012 | ნანახია [] - ჯერ

გენო პეტრიაშვილი – 18 წლის ბიჭი, რომელმაც მთელი ქართული საჭიდაო სამყარო აალაპარაკა
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატის მეორე დღეს, სადაც არ უნდა დამჯდარიყავით, გარშემო ყველგან წინა დღის დამაგვირგვინებელ შეხვედრაზე ლაპარაკობდნენ. მაყურებლებს, მწვრთნელებს, მოქმედ თუ ვეტერან სპორტსმენებს, ყველას პირზე გენო პეტრიაშვილის ლამაზი ჭიდაობა ეკერა. 18 წლის გორელმა მძიმეწონოსანმა შეუძლებელი შეძლო – ყველაზე მაღალკონკურენციაში, 120 კილოგრამში საქართველოს ჩემპიონი გახდა, მაგრამ შედეგზე უფრო შთამბეჭდავი მისი თითქმის უნაკლო ჭიდაობა იყო.
გენო პეტრიაშვილი 1994 წელს, გორში დაიბადა. სკოლის ასაკში ოჯახის ახლობელმა, თავისუფალი სტილით ჭიდაობის მწვრთნელმა ნუგზარ სხირელმა მშობლებს სთხოვა, ბავშვი დარბაზში მომიყვანეთ, კარგ სპორტსმენად გავზრდიო. იქამდე ოჯახის წევრებს სამბო ჰქონიათ შერჩეული, უახლოესი ნათესავის, მსოფლიოს ჩემპიონ მალხაზ ბერუაშვილის ხათრით, მაგრამ ბოლოს მაინც სხირელის სიტყვას დაუჯერეს და უკვე შეიძლება ითქვას, არჩევანმა გაამართლა. პირველ წარმატებას გენომ რამდენიმე წლის წინ, კახეთში ჩატარებულ საქართველოს ჭაბუკთა ჩემპიონატზე მიაღწია, რომელშიც ორი წლით უფროსებთან ბრძოლაში გაჩემპიონდა. ამავე ასაკობრივ ჯგუფში საქართველოს ჩემპიონი კიდევ ორჯერ გახდა და შარშან, ჭაბუკთა ნაკრების სახელით საერთაშორისო ხალიჩაზეც მშვენივრად იჭიდავა –ევროპის ჩემპიონობა იზეიმა, მსოფლიოზე კი ფინალში დამარცხდა.
შარშანვე, პირადმა მწვრთნელმა, რომელიც ამავდროულად ახალგაზრდული ნაკრების დამრიგებელიცაა, შანსი ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზეც მისცა და პეტრიაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ბრინჯაოსვე დასჯერდა წლეულს მსოფლიოს ახალგაზრდულ პირველობაზე. ამ ასაკობრივ ჯგუფში ჭიდაობის უფლებას ასაკი კიდევ ორი წელი მისცემს, თუმცა უკვე არა მარტო ახალგაზრდული, არამედ ძირითადი ნაკრების კანდიდატიცაა.
- გილოცავთ საქართველოს ჩემპიონობას. თუ საიდუმლო არაა, ტურნირის დაწყებამდე რა შედეგს გეგმავდით?
- დიდი მადლობა მოლოცვისთვის. რომ გითხრათ, ოქროს გარდა სხვაზე არაფერზე ვფიქრობდი მეთქი, მართალი არ იქნება. სიმართლე გითხრათ, ზოგადად მედალზე საერთოდ არ მიფიქრია, ოღონდ არა იმიტომ, რომ ჩემს თავში დარწმუნებული არ ვიყავი. უბრალოდ, თავში მხოლოდ ის აზრი მიტრიალებდა, რომ ხალიჩაზე გასულს თითოეული შეხვედრის პირველიდან ბოლო წამამდე თავდაუზოგავად უნდა მებრძოლა.
- თვლით, რომ გამარჯვება სწორედ თავდაუზოგავი ბრძოლის ხარჯზე შეძელით?
- უპირველესად, ზუსტად ბრძოლის ხარჯზე. ძალიან მიხარია, რომ ყველაფერი ასე კარგად დამთავრდა.
- 120 კილოგრამს ორი ფავორიტი ჰყავდა, დავით მოძმანაშვილის და გიორგი საკანდელიძის სახით და ორივეს პირად შეხვედრაში აჯობეთ...
- მძიმე წონის შიდა კონკურენცია სიძლიერით სხვა წონებისგან ყოველთვის გამოირჩეოდა და დღესაც ასეა. მოძმანაშვილის და საკანდელიძის არათუ დამარცხება, მათ პირისპირ დადგომაც, ჩემთვის უდიდესი პატივი იყო. ამასთან დამატებითი სტიმულიც. ამჯერად ორივე დავამარცხე, მაგრამ ჩვენს შორის ძალთა თანაფარდობას მარტო ამ ერთი შეხვედრით ნუ გაზომავთ. ტექნიკურადაც, ფიზიკურადაც და ტაქტიკურადაც ორივე ჩემზე ძლიერი მოჭიდავეა. მათ დონეზე ასასვლელად ძალიან ბევრი შრომა მჭირდება.
- თუმცა ამ ჩემპიონატში სხვაგვარად გამოჩნდა. დავიჯერო მარტო შემართების ხარჯზე იმარჯვეთ და თუნდაც ტაქტიკური მომზადება არაფერ შუაში იყო?
- ცხადია ჩემმა პირადმა მწვრთნელმა ნუგზარ სხირელმა ტაქტიკური დარიგებები ყველა შეხვედრის წინ მომცა და უშუალოდ ბრძოლისასაც ძალიან მეხმარებოდა კარნახით, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ ბევრი რამ ხასიათმა გადაწყვიტა. მოძმანაშვილთან ჭიდაობისას იღბალიც დამეხმარა – ბურთულის ფერი სამი შემთხვევიდან ორში მე დამიჯდა.
- ფინალში კი საკანდელიძესთან სულ სხვანაირად იჭიდავე. გაცილებით გახსნილად და აგრესიულად...
- გიორგიმ ახლახან, რუსეთის საერთაშორისო ტურნირზე მომიგო. იმ შეხვედრის საჭიდაო ნიუანსებიც გავითვალისწინე და ამჯერად უფრო თამამად ვეჭიდავე. მოძმანაშვილი და საკანდელიძე განსხვავებული სტილის მოჭიდავეები არიან და ცხადია, ორივესთან ერთნაირ ტაქტიკას ვერ აირჩევ.
- ამ პირველობით თუ ვიმსჯელებთ, თქვენთვის შედარებით სასურველი მეტოქე საკანდელიძეა?
- არა, რას ამბობთ. მარტო ამ ერთი შეხვედრით არაფრის თქმა არ შეიძლება. ორივე ძალიან უხერხული მეტოქეა. ორივე ჩემზე ბევრად ძლიერია და ვარჯიშებზეც მიგებენ, მაგრამ მათი სიძლიერე ჩემთვისაც ძალიან სასარგებლოა.
- დაჯილდოვების შემდეგ ხომ არ გილაპარაკიათ?
- თავად მივედი ორივესთან და ბოდიში მოვუხადე.
- საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვებით ძირითადი ნაკრების კანდიდატიც გახდი. გაზაფხულზე ევროპის ჩემპიონატი თბილისში უნდა გაიმართოს. მასზე თუ ფიქრობ?
- ამაზე ფიქრი ძალიან მიჭირს. ჩვეულებრივად, დიდი მონდომებით ვივარჯიშებ და დანარჩენს ნაკრების მწვრთნელი გადაწყვეტს.
 

 

ოთარ მაღლაკელიძე


 

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.146626
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X