ფეხბურთი

11:13 | 27.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

გარსია “რომასთან” კონტრაქტს გაახანგრძლივებს

იტალიური “რომას” მთავარი მწვრთნელი რუდი გარსია, მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე კლუბთან კონტრაქტს 2017 წლამდე გაახანგრძლივებს.

Sky-ს ცნობით, 50 წლის ფრანგმა სპეციალისტმა მყარად გადაწყვიტა, რომ სეზონის დასრულებამდე კონტრაქტის გახანგრძლივების თემა ხელშეუხებელი დატოვოს და მთელი კონცენტრაცია უშუალოდ თამაშებზე მოახდინოს.

გარსიას “მგლებთან” მოქმედი შეთანხმება 2015 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და წყაროს ინფორმაციით, კლუბის პრეზიდენტმა ჯეიმს პალოტამ მასთან 2017 წლამდე თანამშრომლობის გახანგრძლივებაზე სიტყვიერ შეთანხმებას უკვე მიაღწია.

“ტორინოსთან” 2:1 მოგებული მატჩის შემდეგ, შკყ-ს ჟურნალისტმა პალოტას კითხა - ხომ არ არის დრო, რომ “რომას”თავკაცს ხელფასი გაუზარდოთო, პრეზიდენტმა ჯიბიდან 90 ევრო ამოიღო და გარსიას გადასცა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112357