ფეხბურთი

11:24 | 22.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

გარი ნევილი: „მოიესი უნდა დარჩეს“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მცველმა გარი ნევილმა კლუბში არსებული არასახარბიელო მდგომარეობის გამო მწუხარება გამოთქვა. ვეტერანმა ფეხბურთელმა Sky Sports-სუთხრა, რომ აჯობებს, კლუბის ხელმძღვანელობამ მთავარ მწვრთნელ დევიდ მოიესთან დაკავშირებით კონკრეტული პოზიცია დააფიქსიროს და სპეციალისტს მუშაობის მშვიდად გაგრძელების საშუალება მისცეს.

„ბოლო ორი კვირის განმავლობაში მოიესის შესაძლო გადაყენების შესახებ გაცილებით ბევრს საუბრობენ, ვიდრე იქამდე. ეს სპეციალისტს მშვიდად მუშაობაში ხელს უშლის. „მანჩესტერ იუნაიტედმა“ სიტუაციას ნათელი სასწრაფოდ უნდა მოჰფინოს. ჩემი აზრით, მწვრთნელის შეცვლა მცდარი გადაწყვეტილება იქნება. მოიესი მეტ ნდობას იმსახურებს“ - განაცხადა გარი ნევილმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.13889