ფეხბურთი

22:54 | 24.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

“გალათასარაიმ” თერიმი დაითხოვა

ცნობილი თურქი სპეციალისტი ფათიჰ თერიმი “გალათასარაის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს.

“გალათასარაის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, დღეს, კლუბის დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც თერიმთან კონტრაქტის ვადაზე ადრე გაწყვეტა გადაწყდა. ამის მიზეზი გუნდის მიერ სეზონის სტარტზე ნაჩვენები შედეგებია. თურქეთის ჩემპიონატში, 4 თამაშის შემდეგ, “გალათასარაი” კვლავ წაუგებელია, მაგრამ გუნდს პირველი ტურის შემდეგ არ მოუგია. ამჟამად, სტამბულელები მე-11 პოზიციას იკავებენ. ამას ჩემპიონთა ლიგის პირველ მატჩში საკუთარ კედლებში “რეალთან” 1:6 წაგება ემატება.

ფათიჰ თერიმმა “გალათასარაი” 2011 წელს მესამედ ჩაიბარა, ხოლო მიმდინარე თვის დასაწყისში მან კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.

0.116981