ფეხბურთი

18:42 | 28.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“გალათასარაიმ” რიერა გუნდიდან გაუშვა

31 წლის შემტევი ალბერტ რიერა “გალათასარაის” ფეხბურთელი აღაა. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც თურქულმა კლუბმა ესპანელთან კონტრაქტი გაწყვიტა.

“გალათასარაის” რიერასთვის თავისუფალი აგენტის სტატუსის მინიჭება თურქეთში შემოღებულმა ახალმა წესმა აიძულა. ახალი რეგულაციით, თურქულ კლუბებს მაქსიმუმ 10 ლეგიონერის დარეგისტრირების უფლება აქვთ. ეს წელი “გალათასარაის” უცხოელი ფეხბურთელის შეძენის უფლებას არ აძლევდა, თუ კლუბი ერთ ლეგიონერს არ გაუშვებდა. სტამბულელებმა არჩევანი რიერაზე შეარჩიეს და ახლა მათ ერთი უცხოელი ფეხბურთელის დამატების უფლება აქვთ.

ალბერტ რიერა “გალათასარაიში” 2011 წლიდან თამაშობდა. თურქული კლუბის მაისური მან 76-ჯერ მოირგო და 4 გოლი გაიტანა. თურქეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში რიერამ მხოლოდ 3-ჯერ ითამაშა.

გავრცელებული ინფორმაციით, “მალიორკას”, “ბორდოს”, “ესპანიოლის”, “სიტის”, “ლივერპულისა” და “ოლიმპიაკოსის” ყოფილი ფეხბურთელი, კომპენსაციის სახით, 750 ათას ევროს მიიღებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124611