ფეხბურთი

14:37 | 31.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

“გალათასარაი” კვარეჟმას იწვევს

ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, სტამბულის გალათასარაი არაბული “ალ აჰლის” ნახევარმცველის – რიკარდუ კვარეჟმას შეძენას შეეცდება. ამის შესახებ A Bola იუწყება.

აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, თურქების მთავარი მიზანი მადრიდის “ატლეტიკოდან” არდა თურანის დაბრუნებაა, მაგრამ ძნელად სავარაუდოა, ეს ტრანსფერი შედგეს. შესაბამისად, “გალათასარაი” სათადარიგო ვარიანტებს ეძებს და კვარეჟმასაც ამიტომ დაადგა თვალი.

შეგახსენებთ, რომ 29 წლის პორტუგალიელი ემირატებში იანვარში, თურქული “ბეშიქთაშიდან” გადაბარგდა.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110537