ფეხბურთი

13:51 | 25.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

“გალათასარაი” დიკ ადვოკატს დაუკავშირდა

სტამბოლის “გალათასარაი” შესაძლოა ჰოლანდიელმა სპეციალისტმა დიკ ადვოკატმა ჩაიბაროს.

ჰოლანდიური პრესა ირწმუნება, რომ თურქული კლუბის ხელმძღვანელობა 65 წლის სპეციალისტს უკვე დაუკავშირდა. განვლილ სეზონში, ადვოკატი ჰოლადნიის პსვ-ს მთავარი მწვრთნელი იყო.

“გალათასარაიმ” ახალი თავკაცის ძებნა მას მერე დაიწყო, რაც თურქეთის სუპერლიგასა და ჩემპიონთა ლიგაში ნაჩვენები არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო, 24 სექტემბერს ფათიჰ თერიმი დაითხოვა.

აქვე გეტყვით, რომ თერიმის ერთ-ერთ შემცვლელად იტალიელი რობერტო მანჩინის კანდიდატურაც განიხილება.


0.113079