სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

0:54 | 27.05.2011 | ნანახია [] - ჯერ

"გაგრას" ზღაპარი - პირველი ლიგიდან, ევროპისკენ
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100
116-ე წუთია და თითქოს, პენალტების სერია გარდაუვალია, მაგრამ  "გაგრას" უკრაინელი ნახევარმცველი მიკოლა ნაკონეჩნი, მარცხენა ფრთიდან ჯარიმას აწვდის და გოლი... "ტორპედოს" კაპიტანმა სევასტი თოდუამ თავით საკუთარ კარში შეაგდო. დარჩენილ დროში ქუთათურები მხოლოდ ქაოტურად უტევდნენ და საგოლე შანსი აღარ ჰქონიათ. შანსი, რომელიც მანამდე, 116 წუთის განმავლობაში საკმარისზე მეტი ჰქონდათ. 
"გაგრა" - ზღაპარივით სეზონი გამოუვიდა გუნდს. პირველ ლიგაში ხომ გაიმარჯვა და უმაღლესში დაბრუნდა, პლუს, თასზე ერთმანეთის მიყოლებით ჩამოიცილა თბილისის "დინამო", "ვიტ ჯორჯია" და ბოლოს, "ტორპედოც". აქამდე არასოდეს მომხდარა, რომ საქართველოს თასი პირველლიგელს მოეგო, ან თუნდაც ფინალში გასულიყო. 
მთლიანობაში, თანაბარი თამაში იყო და როგორც აღმოჩნდა, "ტორპედო" მხოლოდ ქაღალდზე ყოფილა ფავორიტი. მინდორზე კი "გაგრა" აუტსაიდერობას სულაც არ აპირებდა და აკი, თამაშით არაფერი დაუთმო უმაღლესი ლიგის მეოთხეადგილოსანს - საგოლე მომენტები ანატოლი პისკოვეცის შეგირდებსაც არაერთი ჰქონდათ...
"ტორპედოს" დავით დიღმელაშვილი აკლდა, "გაგრას" კი ფორვარდი აბაიომი ოვონიკოკო წინა დღეს, ვარჯიშზე დაუშავდა. შეხსენებისთვის, ნიგერიელმა თასის ნახევარფინალის ორ მატჩში 4 გოლი გაუტანა "ვიტ ჯორჯიას" და აქედანაც ჩანს, რა ძალა დააკლდა პისკოვეცს ფინალში.
მე-8 წუთზე იყო ეპიზოდი, რამაც ქუთათური გულშემატკივრები გაამწარა - ტორპედოელმა გიორგი სეთურიძემ ზვიად ჩხეტიანს გაასწრო და შემდეგ ორივენი მინდორზე აღმოჩნდნენ. თუ არბიტრი წესების დარღვევას დააფიქსირებდა, გაგრელი წითელი ბარათითაც უნდა დაესაჯა, რადგან სეთურიძე პირისპირ გადიოდა მეკარესთან. მაგრამ არბიტრმა ლევან კვარაცხელიამ თამაშის გაგრძელება ბრძანა - პრეს-ლოჟიდან შორს იყო ეს მომენტი და ვერ დავამტკიცებთ, შეცდა თუ არა კვარაცხელია. 
ტემპი სწრაფი იყო და ტაიმის შუაწელიდან "დაცხა" ორივე კართან: 22-ე წუთზე, გაგრელთა თავდამსხმელმა გიორგი გაბედავამ, საჯარიმოს გარედან ძელს მოარტყა ბურთი, ხოლო ორიოდ წუთში, შალვა კვანტალიანმა თავური პასით ვლადიმირ ორდინსკი გაიყვანა დასარტყმელ პოზიციაზე - უკრაინელმა კარს ააცილა. 
ეს იყო და "ეპიცენტრმა" კონსტანტინე სეფიაშვილის კართან გადაინაცვლა: ქუთაისელთა მარჯვენაფლანგელმა გრიგოლ დოლიძემ, მეტოქის საჯარიმოში იტრიალა და გიორგი მეგრელაძეს უპასა, რომელმაც ახლოდან ააცილა. 29-ე წუთზე, თენგიზ ჩიკვილაძემ შორიდან გაისროლა და ბურთი ხარიხას მოხვდა, რასაც მალევე რევაზ გოცირიძის თავური მოჰყვა და სეფიაშვილმა ნახტომში ხელი წაატანა ბურთს, რომელიც ძელს შეეხო და ისე გადავიდა კუთხურზე. 
ტაიმის ბოლოს კიდევ ორი ჩხვლეტა იყო - გაგრელთა კაპიტან გიორგი ტყეშელაშვილის თავური დოლიძემ კარის ხაზიდან თავითვე გამოიტანა, ხოლო შემდეგ, თავით გატანა გოცირიძემ კიდევ ერთხელ სცადა და ააცილა. 
"ტორპედოს" უფრო ჯანიანი ფეხბურთელები ჰყავდა და ფიზიკურად სჯობდა მეტოქეს, თუმცა არ ჰყავდათ ბურთის დამჭერი ნახევარმცველი, რომელიც მწვავე პასებითაც მოამარაგებდა ფორვარდებს. მოედნის ცენტრში "გაგრა" უკეთ გამოიყურებოდა და უფრო შეთამაშებული გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებდა. 
მაგალითად, პირველი ლიგის გამარჯვებულმა, შესვენების შემდეგ, დაახლოებით 65-ე წუთამდე უპირატესობა მოიპოვა და გამოსარჩევია ტყეშელაშვილის ჯარიმა, რომელიც მიგინეიშვილმა მოიგერია. აშკარა იყო, ორივე გუნდის თავკაცს გათვლილი ჰქონდა დამატებითი დროის დიდი ალბათობა და ამიტომაც, გიგატაძემ ოთხმოცდაათ წუთში მხოლოდ ერთი შეცვლა გააკეთა, პისკოვეცმა კი, ეს ერთიც არ ჩათვალა საჭიროდ. 
ნიკა საბანაძე, რომელიც მესამე-მეოთხე წრეში თითქმის მუდმივად ძირითადში იყო, ამჯერად საერთოდ არ ათამაშეს, ხოლო ჩემპიონატის ბოლო ტურში "დინამოს" კარში ბრწყინვალე გოლის გამტანი ლუკა გუგუჩია, მხოლოდ 117-ე წუთზე შეიყვანეს მინდორზე... უცნაურია, თუმცა გასაგებიც - ფინალი იყო და გიგატაძე უფრო გამოცდილ ფეხბურთელებს ენდო, ახალგაზრდების შეყვანა კი რისკად მიიჩნია.    
თამაშს მივყვეთ და 65-ე წუთზე ისევ გოცირიძე და სეფიაშვილი... გაგრელთა მეკარემ კარის ხაზიდან ძლივს გამოაგდო "ტორპედოს" ფორვარდის თავით დარტყმული, რასაც ისევ იმერელთა მცდელობა მოჰყვა და კარგი კომბინაცია დოლიძის შორიდან გასროლილით დასრულდა -  რიკოშეტის მიუხედავად, სეფიაშვილი არ დაიბნა და რთული ბურთი მოიგერია. 90-ე წუთზე, დოლიძემ კიდევ დაარტყა, მაგრამ ამჯერად სეფიაშვილი არ გადამხტარა, ბურთი მიზანს ასცდა. 
და დამატებითი დროც, რომლის დაწყებისთანავე, კინაღამ დაწინაურდა პისკოვეცის გუნდი - ნაკონეჩნიმ (სასწაულად იშრომა და პასებსაც მშვენივრად ანაწილებდა) ჯარიმა ეშმაკურად დაარტყა, ბურთი საჯარიმოში ყველას ასცდა და მიგინეიშვილი კარგად გაერკვა სიტუაციაში, კუთხურზე გადააგდო. ერთ წუთში მიხეილ კობერიძემ სცადა გატანა და ოდნავ ააცილა. 
ეს იყო და, ორივე გუნდმა დააგდო ტემპი - ვერ ვიტყვით, დადგნენ და პენალტებს ელოდნენო, მაგრამ რისკს მოერიდნენ და თითქოს, პენალტები უნდა გვეხილა, მაგრამ სევასტი თოდუა მარცხენა ფეხზე ყოფილა ამდგარი... 
"გაგრას" სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, თასი ხელიდან ხელში გადადიოდა და რამდენიმე ფეხბურთელს თვალზე ცრემლიც ადგა.  ქუთათურები კი გამწარებულნი იყვნენ - ევროტურნირებზე გასვლა, სულ ცოტა, ერთი წლით გადაუვადეს.       
        
პრესკონფერენცია
გია გიგატაძეს ბევრი არ უსაუბრია, სამწუხაროდ, მომენტები ვერ გამოვიყენეთ, არ გაგვიმართლა და წავაგეთო. შემდეგ იყო კითხვა, მსაჯობაზე რას იტყვითო, რაზეც "ტორპედოს" თავკაცმა ასე უპასუხა - "რა უნდა ვთქვა... მსაჯობა ჟურნალისტებმა შეაფასეთ".
"მსოფლიო სპორტის" ჟურნალისტმა ფრიდონ კერვალიშვილმა თქვა, კარგი მსაჯობა იყოო...
გიგატაძეს არ ესიამოვნა: "აგერ, ბატონ კერვალიშვილის აზრით, კარგი მსაჯობა ყოფილა". მწვრთნელმა მე-8 წუთზე მომხდარი მომენტი ახსენა, მსაჯმა "გაგრას' ფეხბურთელისგან უხეშობაზე და ბოლო იმედის ჯარიმაზე თვალი დახუჭაო. 
კერვალიშვილმა გიგატაძეს ჰკითხა: "ბატონო გია, თქვენ უკვე გადადექით პოსტიდან?"
გიგატაძე: "თქვენ რომ გადადგებით, მერე გადავდგები"
ანატოლი პისკოვეცი (რომელიც ოცდაშვიდ მაისს 63 წლის ხდება): - ძალიან გახარებული და ბედნიერი ვარ. კარგი თამაში გამოვიდა, იყო სახიფათო მომენტები, კომბინაციები, ძელები... ორივე გუნდმა კარგი ფეხბურთი ითამაშა და საბედნიეროდ, ჩვენ მოვიგეთ. 
- ევროპის ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაერთვებით. მანამდე, ალბათ, შემადგენლობის გაძლიერებაზეც იზრუნებთ.
- სელექცია იქნება, თუმცა ამ ეტაპზე რაიმეს დაკონკრეტება არ შემიძლია. ჩვენთვის რთული სეზონი იყო - ჩემპიონატ-თასიანად 39 მატჩი ვითამაშეთ, პირველ ლიგაში ლიდერები ვიყავით და ეს ფსიქოლოგიური ტვირთი იყო გუნდისთვის. საბედნიეროდ, ბიჭებმა ყველაფერს გაუძლეს და უმაღლეს ლიგაშიც ვითამაშებთ. 
  
საქართველოს თასი. ფინალი
26.05. 17:00. თბილისი. "ეროვნული". 12000 მაყურებელი
"გაგრა"-"ტორპედო" (ქუთაისი) 1:0 (დამ. დროში)
გაგრა: სეფიაშვილი, ხუციძე, ტყეშელაშვილი, ზვიად ჩხეტიანი, კალანდაძე, ნაკონეჩნი, შარიქაძე, ორდინსკი (კობერიძე 91; ციცხვაია 120), ნიკოლოზ ჯიშკარიანი, კვანტალიანი, გაბედავა (გიგაური 117).
მწვრთნელი: ანატოლი პისკოვეცი
ტორპედო: მიგინეიშვილი, ფოფხაძე, ფარულავა, თოდუა, ჩიკვილაძე, გიორგი დათუნაიშვილი, თარხნიშვილი (გუგუჩია 117), დოლიძე (ქებაძე 96), სეთურიძე, მეგრელაძე, გოცირიძე (ვახტანგ კვარაცხელია 71).
მწვრთნელი: გია გიგატაძე.
გოლი: 1:0 თოდუა (116-ავტოგოლი).
გაფრთხილება: თარხნიშვილი (54), ნაკონეჩნი (57), ფოფხაძე (65), მეგრელაძე (119), ჩხეტიანი (119), კვანტალიანი (120). 
არბიტრი: ლევან კვარაცხელია. 
 
ილია ნანობაშვილი
სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.131495
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X