სხვა

15:57 | 24.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

გაგამარუმ და ტოჩინოშინმა ადგილები გაცვალეს

იაპონიის სუმოს ასოციაციამ განახლებული რეიტინგი იგივე ბანძუკე გამოაქვეყნა, რომლითაც სუმოისტები მოახლოებულ ივლისის ბაშოზე წარსდგებიან.

როგორც მოსალოდნელი გახლდათ, სოლიდური წინსვლა განიცადა ელიტარული მაკუუჩი დივიზიონის ყველაზე მძიმე სეკიტორმა თეიმურაზ ჯუღელმა. გაგამარუს შიკონათი ცნობილმა ქართველმა მაისის სუპერტურნირზე 11 გამარჯვება იზეიმა და დასავლეთის მე-11 მაეგაშირას წოდება დასავლეთისვე მე-2 მაეგაშირას ტიტულზე გაცვალა.

საპირისპიროდ, ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” “ჩაგდებული” ბაშოს შედეგები მოიმკა ტოჩინოშინის მეტსახელით ცნობილმა ლევან გორგაძემ. ქართველი სუმოისტი მაისის ბაშოზე დასავლეთის მე-2 მაეგაშირას წოდებით ირჯებოდა, ივლისში კი დასავლეთის მე-11 მაეგაშირა იქნება.

მოკლედ, საქმე საინტერესო დამთხვევასთან გვაქვს ანუ ქართველმა გოლიათებმა ზუსტად ერთმანეთის უწინდელი პოზიციები დაიკავეს.

ბანძუკეს სათავეში მონღოლი იოკოძუნები ჰაკუჰო და ჰარუმაფუჯი რჩებიან, კისენოსატომ, კოტოშოგიკუმ, კაკურიუმ და კოტოოშუმ კი ოძეკების ტიტულები შეინარჩუნეს.

სამაგიეროდ, ერთბაშად აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირას პოზიციაზე აღმოჩნდა ესტონელი ბარუტო, რომელიც 2.5 წელზე მეტი პერიოდის განმავლობაში პრესტიჟულ ოძეკის ტიტულს ატარებდა.

სეკივაკეს წოდებას ინარჩუნებს გოეიდო, რომელმაც მაისის ბაშო მინიმალური უარყოფითი ბალანსით (7 მოგება, 8 მარცხი) დაასრულა. უბრალოდ, მან რეიტინგის დასავლეთის მხარეს გადაინაცვლა, აღმოსავლეთის სეკივაკე კი მისი თანაკლუბელი მიოგირიუ გახდა.

რანგით მე-4 იერარქიული საფეხური – კომუსუბობა ერგოთ შოჰოძანს და 33 წლის ტოკიტენკუს, 26 წლის ტოკუსიორიუ კი მაკუუჩი დივიზიონში სადებიუტო ტურნირს ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ წლის მე-4 სუპერტურნირი აიჩის პრეფექტურაში, კერძოდ კი, ნაგოიაში 7-21 ივლისს შედგება.

აღმოსავლეთი დასავლეთი
ჰაკუჰო იოკოძუნა ჰარუმაფუჯი
კისენოსატო ოძეკი კოტოშოგიკუ
კაკურიუ
ოძეკი კოტოოშუ
მიოგირიუ სეკივაკე გოეიდო
შოჰოძანი კომუსუბი ტოკიტენკუ
ტაკეკაძე
#1 ტაკაიასუ
ტოჩიოძანი #2  გაგამარუ
ჩიოტაირიუ #3 ამინიშიკი
კიოკუტენჰო #4 ფუჯიაძუმა
იკოი
#5 ტოიონოშიმა
ბარუტო #6 ოკინოუმი
ტაკარაფუჯი
#7 იოშიკაძე
ტოიოჰიბიკი
#8 კიტატაიკი
აოიამ
#9 სადანოფუჯი
არანი
#10 ჩიონოკუნი
დაიდო #11 ტოჩინოშინი
კაისეი #12 კიოკუშუჰო
ტამავაში
#13 ჯოკორიუ
მასუნოიამა
#14 ტამაასუკა
ვაკანოსატო
#15 სოკოკურაი
ტოკუშორიუ #16 შოტენრო
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11059