ფეხბურთი

12:54 | 11.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ფულემს” ამერიკელი მილიარდერი ყიდულობს

ლონდონის “ფულემის” მფლობელი, 84 წლის ეგვიპტელი ბიზნესმენი მოჰამედ ალ ფაიედი კლუბის აქციების გაყიდვას აპირებს. მან უკვე მიაღწია შეთანხმებას პაკისტანური წარმოშობის ამერიკელ მილიარდერ შაჰიდ ხანთან და გარიგებაც სულ მალე დასრულდება.

თუ ყველაფერი ისე დასრულდა, როგორც ვარაუდობენ, ხანი, რომლის ქონებაც 1,7 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს და აქციების სანაცვლოდ 200 მილიონის გაღებაზეა თანახმა, მეექვსე ამერიკელი გახდება, რომლის მფლობელობაშიც ინგლისური კლუბი აღმოჩნდება. “მანჩესტერ იუნაიტედს”, “არსენალს”, “ლივერპულს”, “ასტონ ვილასა” და “სანდერლენდს” ამჟამად სწორედ ამერიკელი მეპატრონეები ჰყავს.

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ “ფულემის” აქციების ღირებულება 150-200 მილიონი იყო და ხანი მაქსიმალურ თანხას გამოდის. აღსანიშნავია, რომ 62 წლის ბიზნესმენი უკვე ფლობს ნფლ-ის კლუბ “ჯექსონვილ ჯაგურსის” აქციებს.

ალ ფაიედმა “ფულემის” აქციები 1997 წელს შეიძინა და კლუბში 200 მილიონი გირვანქა სტერლინგი დააბანდა.

 

თეგებიფულემი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114517