ფეხბურთი

16:22 | 16.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ფულემმა” ბენტი ინათხოვრა

ბირმინგემის “ასტონ ვილას” ფორვარდი დარენ ბენტი მომდევნო სეზონს “ფულემში” იჯარის წესით გაატარებს. ამ ინფორმაციას 29 წლის თავდამსხმელის ახალი კლუბი ოფიციალურად ადასტურებს.

“ფულემში”, ინგლისელი მარტინ იოლის ხელმძღვანელობით ითამაშებს, რომელთან ერთადაც “ტოტენჰემში” მუშაობდა. ბენტი “ასტონ ვილაში” 2011 წელს გადაბარგდა და 63 მატჩში 36 გოლით გამოიჩინა თავი.

ცნობისათვის, თავდამსხმელმა ინგლისის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 13 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი მიითვალა.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.135874