ფეხბურთი

20:26 | 31.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ფულემი” მიტროღლუთი და ჰოლტბით გაძლიერდა

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, “ფულემი” 2 ფეხბურთელით გაძლიერდა. ლონდონელებმა კონსტანტინოს მიტროღლუ და ლუის ჰოლტბი დაიმატეს.

“ფულემმა” 25 წლის მიტროღლუ “ოლიმპიაკოსიდან” იყიდა და მასთან კონტრაქტი 2018 წლამდე გააფორმა.

მიტროღლუ “ოლიმპიაკოსში” 2007 წლიდან თამაშობდა და ბოლო დროს შედეგიანობითაც გამოირჩეოდა. ბერძენმა ფეხბურთელმა, “ოლიმპიაკოსის” მაისურით ჩატარებულ 148 თამაშში თავი 62-ჯერ გამოიჩინა. აქედან 19 თამაში და 17 გოლი მიმდინარე სეზონზე მოდის.

“ფულემის” კიდევ ერთი შენაძენი “ტოტენჰემის” გერმანელი ნახევარმცველი ლუის ჰოლტბია, რომელიც რენე მეულენსტენის გუნდში სეზონის ბოლომდე იქნება განათხოვრებული.

ლუის ჰოლტბი “ტოტენჰემში” 2013 წლის იანვარში გადავიდა. გასული ერთი წლის განმავლობაში, მან “დეზების” შემადგენლობაში 39-ჯერ ითამაშა და 3-ჯერ გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121781