ფეხბურთი

19:19 | 17.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფრედს ნაკრებში დაბრუნება სურს

ალბათ, არცერთ ფეხბურთელს არ მოუსმენია იმდენი კრიტიკა ამ მუნდიალზე, რაც ბრაზილიელმა ფრედმა. ვისაც არ ეზარებოდა, ყველა 30 წლის ბრაზილიელ ფორვარდს აკრიტიკებდა, აქილიკებდა და ასე შემდეგ. "სელესაოს" ახალმა მწვრთნელმა კარლოს დუნგამ განვლილ ამხანაგურ მატჩებში ფრედი არ გამოიძახა, თუმცა ფეხბურთელს ნაკრებში დაბრუნება სურს:

"სიმართლე გითხრათ, "ფლუმინენსეში" თამაშზე ვარ კონცენტრირებული, მაგრამ თუ ნაკრებში დაბრუნების შანსი მომეცემა, ძალიან გამეხარდება. არ ვიცი, ნაკრებში ჩემს ასაკს უყურებენ თუ არა, მაგრამ წინ გველის კოპა ამერიკა, მუნდიალის შესარჩევი მატჩები და ამდენად, მსურს, "სელესაოს" დავეხმარო" – უთხრა ფრედმა ბრაზიილიურ გლობო-ს.

ილია კახელიშვილი

0.114813