სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

14:31 | 23.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფრანჩესკო ტოტი: “პიოლას მიჯნის მიღწევამდე, ფეხბურთის თამაშს თავს არ დავანებებ”
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

 “რომას” ლეგენდარულმა კაპიტანმა ფრანჩესკო ტოტიმ სერია A-ში 226-ე გოლი გაიტანა და ყველა დროის ბომბარდირთა დავაში შვედ გუნარ ნორდალს გადაასწრო. “ჩესკომ” მიზნად სილვიო პიოლას მიღწევის გაუმჯობესებაც დაისახა. საამისოდ 36 წლის ტოტის აპენინელთა უძლიერეს ლიგაში გამოსვლისას კიდევ 49 ბურთის გატანა მოუწევს. გუშინ გავრცელებული ცნობის თანახმად, ფრანჩესკომ გადაწყვიტა 2016 წლამდე გაახანგრძლივოს კონტრაქტი “რომასთან” და თუკი მას ხელი ჯანმრთელობამ შეუწყო, პიოლას რეკორდის მოხსნასაც შეძლებს.

 

- სილვიო პიოლას მიღწევის გაუმჯობესებას აპირებთ?

- ამის გაკეთება მეტად ძნელია, მაგრამ ყოველმხრივ შევეცდები. პიოლას მიჯნის მიღწევამდე, ფეხბურთის თამაშს თავს არ დავანებებ.

- ფრანჩესკო, “რომას” დღევანდელი შემადგენლობიდან გამომდინარე, გუნდს მაღალი მიზნის დასახვა შეუძლია თუ ჯერჯერობით ამგვარი ამოცანის გადაჭრა მის შესაძლებლობებს აღემატება?

- პროგრესის მიღწევა შეგვიძლია, მაგრამ დიდი გამარჯვებებისთვის ჯერ მზად არ ვართ. ამას მიმდინარე სეზონის სტარტის წინაც ვამბობდი. მიუხედავად იმისა, რომ “რომაში” მაღალი კლასის მოთამაშეები საკმარისად ირიცხებიან, მაგრამ რამდენიმე გუნდი მთლიანობაში გვჯობნის. ამასთან, ჩვენგან ბევრს ითხოვენ და ეს მომენტი ფსიქოლოგიურად რთულ მდგომარეობაში გვაგდებს.

- ნებისმიერი ტოპკლუბი ისეთ მწვრთნელს ეძებს, რომელიც კარგი ფეხბურთელებისგან ერთ მუშტად შეკრულ კოლექტივს ჩამოაყალიბებს. რამდენად შეეფერება “რომას” დამრიგებლის პოსტს აურელიო ანდრეაძოლი? ხომ არ თვლით, რომ “რომას” მწვრთნელი-სტრატეგი სჭირდება?

- გუნდის ფორმირებისას დამრიგებელს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. მესის, ხავისა და ინიესტასთან ერთად კი წარმატების მიღწევა იოლია. ასეთი გუნდის მწვრთნელობას მეც შევძლებდი. პროგრესისა და ზრდისთვის კი თანამოაზრეთა შეკავშირებული ჯგუფის ჩამოყალიბებაა აუცილებელი.

- ყველაზე მეტად როდის იყო “რომა” ერთიანი?

- როდესაც ფაბიო კაპელოს მეთაურობით სკუდეტო მოვიგეთ. მაშინ ყველანი ვმეგობრობდით. ფეხბურთელები თავისუფალ დროს ერთად ვატარებდით. ეს ძალიან გვეხმარებოდა ერთმანეთის კიდევ უფრო კარგად გასაცნობად. როდესაც მინდორზე გვერდით მეგობარი გყავს, მინიმუმ 10 პროცენტით უკეთ თამაშობ.

- სადღეისოდ “რომაში” თუ არიან ლიდერი ძლიერი პიროვნებები?

- ჩვენ გუნდში გაერთიანების პროცესი ჯერ კიდევ არაა დასრულებული. ჯერჯერობით ყველაფერი ისე არაა, როგორც გულშემატკივრებს, თავად მწვრთნელებს და მოთამაშეებს სურთ. სამუშაო ბლომად გვაქვს.

- როგორი მწვრთნელია ანდრეაძოლი?

- აურელიო ბრწყინვალე ადამიანია. იგი “რომაში” თითქმის 10 წელია მუშაობს და მშვენივრადაა გარკვეული აქაურ სიტუაციაში. თითოეულ ფეხბურთელთან მას თავისი, ინდივიდუალური მიდგომა აქვს. ანდრეაძოლი მაღალი კლასის სპეციალისტია და მისი მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ გუნდში სტაბილურობამ დაისადგურა. ანდრეა ზედმიწევნად კარგად სწავლობს მოწინააღმდეგეთა ძლიერ და სუსტ მხარეებს, ახალ სათამაშო ვარიანტებს და კავშირებს აყალიბებს.

- ამჟამინდელიიუვენტუსიმოგწონთ?

- ხასიათი და მატჩებისადმი განწყობა. ყველა შეხვედრაზე “ბებერი ქალბატონი” ისეთი შემართებით გადის სათამაშოდ, თითქოს სეზონის გადამწყვეტ ასპარეზობას ატარებდეს. ეს განსაკუთრებით “იუვეს” საშინაო მატჩებს ეხება. საკუთარ მინდორზე ტურინელები მეტოქეებს ანადგურებენ. ძალიან ძნელია მათთან გასვლაზე თამაში.

- “იუვენტუსის” მდევრებზე რას გვეტყოდით?

- “იუვენტუსი” მათზე მაღლა დგას. “მილანმა” ცუდად დაიწყო, შემდეგ თანდათან მოუმატა, მაგრამ “როსონერის” სპურტი დაგვიანებულია. “ნაპოლი” უკვე რამდენიმე წელიწადია ერთ ადგილს ტკეპნის – მხოლოდ ევროთასებზე მოხვედრით შემოიფარგლება.

- “რომას” ევროთასებზე მოხვედრის შანსს როგორ შეაფასებთ?

- გითხრათ სიმართლე, ევროპის ლიგაზე გასაღწევად უკეთესი შესაძლებლობა გვაქვს. ცხადია, ყველანი ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრაზე ვოცნებობთ, თუმცა, ამის მოხერხება გაჭირდება.

- ამჟამად ბევრს საუბრობენ თქვენ “სკუადრა აძურაში” დაბრუნებაზე...

- ჩეზარე პრანდელის სიტყვებმა ძალიან გამახარა, მაგრამ ჯერჯერობით სანაკრებო პერსპექტივის საუბრისგან თავს შევიკავებ – მსოფლიოს ჩემპიონატამდე ხომ წელიწადზე მეტია დარჩენილი.

- ალესანდრო დელ პიეროსთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ?

- ალექსი ჩემი მეგობარია. მასთან ერთად ბევრი რამ მაქვს გასახსენებელი. გვქონდა სირთულეებიც, რომლებიც ერთობლივად დავძლიეთ. დელ პიერო ყოველთვის კლუბის და გულშემატკივრების ერთგული იყო. შეუძლებელია, ასეთ ფეხბურთელს ვინმე არ აფასებდეს.

- “სკუადრა აძურაში” ერთმანეთის კონკურენტები იყავით, მაგრამ კონფლიქტი არასდროს მოგსვლიათ. გერმანიის მუნდიალის წინ დელ პიერომ “ათიანი” დაგითმოთ, თავად კი შვიდნომრიანი მაისურით მოხვდა განაცხადში...

- პრინციპში, მე “ტრეკვატისტას” პოზიციაზე ვთამაშობდი, ალექსი უფრო წინწაწეული იყო. თანაც, მარჩელო ლიპი ერთდროულად ორივეს გვათამაშებდა.

- ამჟამად იტალიაში ბევრი საინტერესო რამ ხდება. რომის პაპი თქვენი სეხნია გახდა. იგი ამბობს, რომ სამყარო უფრო სამართლიანი უნდა გახდეს. თქვენ რისი შეცვლა გსურთ ყველაზე მეტად?

- ახალმა რომის პაპმა მართლაც კარგი შთაბეჭდილება დატოვა. იგი წინამორბედისგან განსხვავებულია. დარწმუნებული ვარ, ფრანცისკი ბევრ სასიკეთოს გააკეთებს. პირადად მე კი ძალიან მინდა, რომ ადამიანებმა მივიწყებული ღირებულებები გაიხსენონ.

- კარგა ხანია, Bambino Gesù საავადმყოფოს ბავშვებს დახმარებას უწევთ...

- დედაჩემი ამ ჰოსპიტალის ექთანს იცნობდა. ერთხელაც მან ამ საავადმყოფოში მიმიყვანა. საკუთარი თვალით ვნახე, როგორ მძიმე დღეში არიან იქაური პაციენტები და ბევრ რამეზე თვალი ამეხილა. ბედმა გამიღიმა, მშობლებმა სწორ ღირებულებებზე თვალი რომ ამიხილეს.

- მამათქვენი “რომას” არცერთ მატჩს არ ტოვებს. საგარეო მატჩების წინ იგი ავტომანქანის საჭეს მიუჯდება და თქვენ საქომაგოდ მიემგზავრება. რამდენადაც ჩვენთვისაა ცნობილი, იგი მკაცრი აღმრზდელი იყო...

- დღემდე ასეთად დარჩა. მამა ბევრს მაკრიტიკებს, ჩემით ყოველთვის უკმაყოფილოა. მუდამ მეუბნება, რომ ცუდი ფეხბურთელი ვარ და ძმა მჯობდა. თუმცა, ერთიცაა – ამას პირისპირ ყოფნისას მეუბნება და სხვებთან არ მაძაგებს.

- თქვენი ვაჟის კრისტიანის საფეხბურთო პერსპექტივაზე რას გვეტყვით?

- ჯერჯერობით ფეხბურთის თამაშით იგი კარგად ერთობა. როდესაც გაიზრდება, თავად გადაწყვეტს რომელ პროფესიას გაჰყვება. გამიხარდება, თუკი ფეხბურთელობაზე გააკეთებს არჩევანს და დახმარებასაც გავუწევ.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.11149
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X