რაგბი

12:49 | 15.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფირა აერ-ის პრეზიდენტი სამინისტროსა და ოლიმპიურ კომიტეტს ესტუმრა

საქართველოში სტუმრად მყოფი ევროპის რაგბის ასოციაციის პრეზიდენტი, ევროპის ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი ოქტავიან მორარიუ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ესტუმრა და მინისტრი ლევან ყიფიანს შეხვდა. შეხვედრას საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი - გიორგი ნიჟარაძე და მინისტრის მოადგილეები - აკაკი ლოდია და თამაზ თევზაძე დაესწრნენ.

სტუმარ-მასპინძლებმა საქართველოსა და რუმინეთის მოახლოებულ სარაგბო მატჩზე ისაუბრეს. ასევე ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და რუმინეთის რაგბის სამომავლო განვითარების პერსპექტივაზე და იმ ფაქტზე, რომ ორივე ქვეყანა უკვე მაქსიმალურად მიუახლოვდა ევროპის სარაგბო ელიტას. ითქვა, რომ აუცილებელია ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, ქართული და რუმინული სარაგბო კლუბების ევროტურნირებში ჩართვის მიმართულებით და ზოგადად ქართული და რუმინული რაგბის კიდევ უფრო დაახლოვებით ევროპის ელიტარულ სარაგბო ქვეყნებთან. 

სამინისტროდან ოქტავიან მორარიუ საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაემგზავრა და ქართული და რუმინული სპორტის განვითარების შესახებ სეოკ-ის პრეზიდენტ ლერი ხაბელოვს ესაუბრა.

საქართველოში რუმინეთის სამთავრობო დელეგაცია პირველად იმყოფება პრემიერ-მინისტრ ვიქტორ პონტას ხელმძღვანელობით. გუშინ რუმინელი კოლეგა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში მიიღო, სადაც დახვედრის საზეიმო ცერემონია გაიმართა. რუმინეთის სამთავრობო დელეგაციაში საგარეო საქმეთა, ეკონომიკის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრები, პრემიერ-მინისტრის მრჩევლები, პარლამენტის წევრები არიან. ასევე გაიმართა შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

რუმინეთის სამთავრობო დელეგაციასთან ერთად თბილისში რუმინეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტი ალინ პეტრაჩე და ვიცე-პრეზიდენტი მატეი კალინიც ჩამოვიდნენ. სტუმრები 17 საათზე საქართველოსა და რუმინეთს შორის გასამართ ერთა თასის მატჩს დაესწრებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.177745