ფეხბურთი

21:59 | 23.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ფიორენტინამ” ილიჩიჩის ტრანსფერი დაადასტურა

25 წლის სლოვენელიელი შემტევი ნახევარმცველი იოსიპ ილიჩიჩი კარიერას “ფიორენტინაში” განაგრძობს. ფლორენციელებმა დაადასტურეს, რომ “პალერმოსთან” შეთანხმება მიღწეულია.

ცნობილი გახდა, რომ “ფიორენტინას” ილიჩიჩი 9 მილიონი ევრო დაუჯდება. შეთანხმება ბონუსებსაც ითვალისწინებს.

იოსიპ ილიჩიჩი “პალერმოში” 2010 წლიდან თამაშობდა. სიცილიური კლუბის მაისურით ჩატარებულ 106 მატჩში მან 25 გოლი გაიტანა.

0.130918