ფეხბურთი

14:31 | 23.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფერგიუსონი: “ვიდიჩს კოსოვოში ბრძოლა სურდა”

 

2009 წელს, “მანჩესტერ იუნაიტედის” მცველმა ნემანია ვიდიჩმა გუნდის იმჟამინდელ თავკაც ალექს ფერგიუსონს ომში წასვლის ნებართვა სთხოვა. შოტლანდიელმა სპეციალისტმა თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში დაწერა, რომ სერბ უკანახაზელს კოსოვოში ბრძოლა სურდა.

“ვიდიჩი სერბეთის ნამდვილი პატრიოტია. 2009 წელს, ნემანია ჩემთან მოვიდა და მითხრა, რომ სამშობლოს სამსახურში გამოძახებას უპირებდნენ. თავიდან ვერ მივხვდი, რადგან სანაკრებო პაუზამდე დიდი დრო იყო. შემდეგ მითხრა, რომ კოსოვოში საომრად წასვლა სურდა და ამას თავის მოვალეობად მიიჩნევდა. იმ წუთებში, მის თვალებში ნამდვილი ცეცხლი ენთო”, - წერია ფერგიუსონის წიგნში. 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114985