ფეხბურთი

13:08 | 22.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფერგიუსონი მეორე წიგნს უშვებს

 

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი თავკაცი ალექს ფერგიუსონი რიგით მეორე ავტობიოგრაფიულ წიგნს გამოუშვებს. Sky Sports-ის ცნობით, ახალი წიგნი უკვე დაბეჭდილია და მისი პრეზენტაცია უახლოეს პერიოდში შედგება.

ბრიტანული პრესის ინფორმაციით, ფერგიუსონი იმ დიდი ფეხბურთელების შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც მისი ხელმძღვანელობით თამაშობდნენ. საუბარია როი კინზე, კრიშტიანუ რონალდუსა და დევიდ ბექჰემზე. გარდა ამისა, შოტლანდიელი სპეციალისტი არსენ ვენგერთან, ჟოზე მოურინიოსთან და რაფა ბენიტესთან კონკურენციის შესახებაც საუბრობს.

გარდა ამისა, ფერგიუსონი გამდიდრებული ლონდონის “ჩელსისა” და “მანჩესტერ სიტის” შესახებაც მოგვითხრობს. 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117265