ფეხბურთი

19:19 | 14.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფალკაო: “მონაკო” მომავლის გუნდია”

მადრიდის “ატლეტიკოდან” “მონაკოში” გადაბარგებული ფორვარდი რადამელ ფალკაო საფრანგეთის ჩემპიონატის დატოვებას უახლოეს წლებში არ გეგმავს. კოლუმბიელს მიაჩნია, რომ “მონაკო” მომავლის პროექტია.

“აქ მხოლოდ ერთი სეზონისთვის არ მოვსულვარ. კლუბის პოლიტიკის მიზანია, რომ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის გუნდი გავხდეთ. “მონაკო” მომავლის გუნდია. მიხარია, რომ აქ კოლუმბიელი ხამეს როდრიგესიც ითამაშებს. ყველა ელის, რომ კიდევ არაერთი მაღალი კლასის ფეხბურთელი შემოგვიერთდება”, - უთხრა ფალკაომ Marca-ს.

შეგახსენებთ, რომ კოლუმბიელი მეგოლე “ატლეტიკოდან” “მონაკოში” რამდენიმე კვირის წინათ გადავიდა.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111866