ფეხბურთი

16:13 | 25.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფაბრეგასი:”არსენალში დაბრუნება იოზილის გამო არ შედგა”

ესპანელმა ფეხბურთელმა სესკ ფაბრეგასმა “სანთან” საუბარში “არსენალის” შესახებ ისაუბრა. გასულ სატრანსფერო ფანჯრის დროს ესპანელის სურვილი მეთოფეთა რიგებში დაბრუნება ყოფილა, თუმცა იოზილის ფაქტორმა აღნიშნული ტრანსფერი ჩაშალა.

“ყოველთვის მსურდა ინგლისში დაბრუნება. პრემიერლიგა საუკეთესო ჩემპიონატია, ყველა სხვა ლიგისგან განსსხვავებული”.

“როცა კატალონიიდან მოვდიოდი, “არსენალში” დაბრუნება მსურდა. თავდაპირველად “არსენალისგან” მოდიოდა ტრანსფერის განხორციელების სურვილი, თუმცა შემდგომ “მეთოფეებმა” უარი თქვეს. ტრანსფერის ჩაშლა იოზილის ფაქტორმა განაპირობა. ჩემი ადგილი გუნდში არ მოინახა”, – განაცხადა ფაბრეგასმა.

დიმა შარიქაძე

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116857