კალათბურთი

15:57 | 20.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ევროთასზე მერვედფინალები დაკომპლექტდა

ევროლიგის შემდეგ რანგით მე-2 ევროპულ საკალათბურთო ტურნირ ევროთასზე მე-2 ჯგუფური ეტაპის მატჩები დასრულდა და მერვედფინალური წყვილებიც დაკომპლექტდა.

ნანტერი (საფრანგეთი) – ბუდიველნიკი (უკრაინა)

ანკარა (თურქეთი) – ხიმიკი (უკრაინა)

ხიმკი (რუსეთი) – ვალენსია (ესპანეთი)

ნიჟნი ნოვგოროდი (რუსეთი) – ბეშიქთაში (თურქეთი)

ჰაპოელი (ისრაელი) – ულმი (გერმანია)

ალბა (გერმანია) – სასარი (იტალია)

უნიკსი (რუსეთი) – ნიმბურკი (ჩეხეთი)

ლიეტუვოს რიტასი (ლიტვა) – ცრვენა ზვეზდა (სერბეთი)

შეგახსენებთ, რომ მერვედფინალში გასვლისთვის გიორგი შერმადინის და ვიქტორ სანიკიძის “სარაგოსაც” იბრძოდა, თუმცა, დასკვნით ტურში სტამბულის “ბეშიქთაშთან” 77:79 დამარცხდა და მიზანს ვერ მიაღწია. გასულ მატჩში სანიკიძემ 25 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა, ხოლო შერმადინმა 10 ქულა და 5 მოხსნა მოაგროვა.

მერვედფინალური მატჩები 4-5 და 11-12 მარტს ჩატარდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115406