ფეხბურთი

2:18 | 19.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ლიგაც "გახურდა"

უეფა-ს ევროპის ლიგის A ჯგუფში კაცნაკლულმა ლიმასოლის “აპოლონმა” შვეიცარიულ “ციურიხს” 3 ქულა აართვა. სტუმრებმა კარის მიმართულებით ორჯერ მეტი დარტყმა განახორციელეს, მაგრამ საერთო წარმატებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. მასპინძლებმა ტაიმი 2:0 მოიგეს, მაგრამ მეორე ტაიმის დებიუტში, სამი წუთის ინტერვალით მათი უპირატესობა გაქარწყლდა. შეხვედრის დასრულებამდე 10 წუთით ადრე “აპოლონი” კაცნაკლული დარჩა და თითქოს 1 ქულის გადასარჩენად უნდა ებრძოლა, მაგრამ 87-ე წუთზე კოხის ავტოგოლით გამარჯვება მოიპოვა. თამაში უხეში გამოდგა და თითო-თითო წითელი ბარათის გარდა, მსაჯმა ორივე გუნდიდან 5-5 ფეხბურთელი გააფრთხილა.

მეორე მატჩში გერმანელები პატრიკ ჰერმანის გოლით დაწინაურდნენ, რომელმაც ევროთასებზე თავი პირველად გამოიჩინა და შესვენებამდე უპირატესობის გაზრდის შანსიც ჰქონდათ, მაგრამ ამით ვერ ისარგებლეს. შესვენების შემდეგ “ვილიარეალს” ორჯერ ჰქონდა წონასწორობის აღდგენის შანსი, მაგრამ დენის ჩერიშევმა მათი გამოყენება ვერ მოახერხა. სამაგიეროდ, იკეჩუკვუ უჩემ, რომელიც შეცვლაზე 67-ე წუთზე შევიდა, ერთ წუთში მეტოქის კარი დალაშქრა და საკუთარ გუნდს ქულა მოუტანა. ნიგერიელმა გატანილი გოლიდან 5 წუთში ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა.

მეორე ჯგუფში “ბრიუგემ” იტალიური “ტორინოს” დამარცხება ვერ შეძლო და ეს სტუმართა ბელგიელი მეკარის - ჟან-ფრანსუა ჟიიეს დამსახურებაა, რომელმაც საკუთარი კარი გარდაუვალი გოლისგან ორჯერ იხსნა. “კოპენჰაგენმა” “ჰიკის” დამარცხება შეცვლაზე შესული ნიკოლაი იორგენსენის დუბლით მოახერხა. 62-ე წუთზე კორნელიუსმა თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა, რის შემდეგაც საქმეში იორგენსენი ჩაერთო, რომელსაც ჰეთთრიკის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ დარტყმული ზედა ძელმა აისხლიტა.

C ჯგუფში “ტოტენჰემი” “პარტიზანს” უგოლოდ დაუზავდა. ინგლისელებს ანგარიშის გახსნა მეორე წუთზე შეეძლოთ, მაგრამ გარი კეინის დარტყმული ზედა ძელს მოხვდა. მთლიანობაში, პირველი ტაიმი მასპინძლების იყო, მეორეში “ტოტენჰემი” უკეთ გამოიყურებოდა, მაგრამ გამარჯვების გოლი ეგრეც ვერ გაიტანა. ფრედ დასრულდა ჯგუფის მეორე შეხვედრაც. “ბეშიქთაში” გეკხან ტერეს გოლით 33-ე წუთზე დაწინაურდა, მაგრამ 88-ზე პარამ წონასწორობის აღდგენა მოახერხა.

ფრედ დასრულდა D ჯგუფის შეხვედრა “ზალცბურგსა” და “სელტიკს” შორის. კელტები თამაშს ორჯერ იგებდნენ, მაგრამ ორივეჯერ გაუშვეს საპასუხო ბურთი. ამ ქულას სტუმრები კრეიგ გორდონს უნდა უმადლოდნენ, რომელმაც რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია, თუმცა 78-ე წუთზე ჟონათან სორიანოს ჯარიმას ვერაფერი მოუხერხა. ზაგრების “დინამომ” “ასტრა” 5:1 გაანადგურა. სუდანიმ ჰეთთრიკი პირველსავე ტაიმში შეასრულა, თავი გამოიჩინა “მანჩესტერ იუნაიტედიდან” არენდით აყვანილმა ენრიკესმა და ახალგაზრდა ჩორიჩმა. რუმინელები თავს იმით თუ დაიმშვიდებენ, რომ ჯგუფურ ეტაპზე პირველი გოლი გაიტანეს.

პსვ-ემ “ეშტორილი” დე იონგის მიერ გატანილი თერთმეტრიანით დაამარცხა, მაგრამ პორტუგალიელ მეტოქეს მაგრად აჯობა. მათ რამდენიმე გოლის გატანა შეეძლოთ, თუმცა სტუმართა მეკარე ბრწყინვალედ თამაშობდა. “ეშტორილს” მეტოქის კარში ერთხელაც არ დაურტყია. მოსკოვის “დინამომ” ევროპისლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირველი თამაში ჩაატარა და ათენიდან 3 ქულის წამოღება მოახერხა. კოკორინმა ანგარიში ტაიმის მიწურულს გახსნა, ხოლო მეორეს დასაწყისში იონოვმა მასპინძელთა კარი მეორედ დალაშქრა. დინასმა მატჩს ინტრიგა 63-ე წუთზე დაუბრუნა, მაგრამ მასპინძლებმა მეტის გაკეთება ვეღარ მოახერხეს.

“ყარაბახმა” ჯგუფური ეტაპის სადებიუტო მატჩში ფრანგულ “სენტ-ეტიენს” არაფერი დაუთმო და მასთან ქულის გაყოფა მოახერხა. აღსანიშნავია, რომ გოლის გატანის ხელსაყრელი შესაძლებლობა აზერბაიჯანელებსაც ჰქონდათ და მთლიანობაში, მათ ფრანგთა კარისკენ ორჯერ მეტი - 11 დარტყმა განახორციელეს. “დნიპრო” “ინტერს” 68 წუთი თანაბრად ეომა, მაგრამ მერე მოედანზე კაცნაკლული დარჩა და დ’ამბროზიოს გოლმა მატჩის ბედი გადაწყვიტა.

G ჯგუფში ორივე თამაში ერთნაირი ანგარიშით - 2:0 დასრულდა. “სტანდარდის” მიერ კარისკენ 22 დარტყმას “რიეკამ” 21-ით უპასუხა, მაგრამ ბელგიელებმა დასკვნით 16 წუთში ორი გოლი გაიტანეს. “სევილიამ” “ფეინოორდს” ყველაფერში აჯობა და საქმე 31 წუთში მოიმთავრა. “ვოლფსბურგელმა” როდრიგესმა მე-15 წუთზე გატანილი ავტოგოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეოთხე წუთზე გაქვითა, მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იყო, რადგაბ “ევერტონი” მაგ დროისთვის უკვე 4:0 იგებდა. “ლილმა” “კრასნოდართან” ტაიმი დათმო და მეორე ნახევრის შუაში წონასწორობა აღადგინა, მაგრამ მხოლოდ ქულას გამორჩა.

“ნაპოლი” “სპარტას” მე-14 წუთზე ჩამორჩა, მაგრამ იგუაინმა ჯერ კიდევ შესვენებამდე თერთმეტრიანი დარტყმით აღადგინა წონასწორობა, დრის მარტინსის დუბლმა კი, იტალიელებს გამარჯვება მოუტანა. გოლების გატანა მარეკ ჰამშიკს და ხოსე კალეხონსაც შეეძლოთ, მაგრამ მათი დარტყმულები ძელმა აისხლიტა. “იანგ ბოიზმა” “სლოვანი” 5:0 გაანადგურა და “ნაპოლისთან” ერთად ჯგუფიდან გასვლის მთავარი პრეტენდენტია.

დანიურმა “ოლბორგმა” “სტიაუას” პირველ ტაიმში დიდი წინააღმდეგობა გაუწია და ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მაგრამ მეორე ტაიმში 6 უპასუხო გოლი გაუშვა. ამის მიზეზი სტუმართა მეკარე ლარსენის გაძევება იყო, რომელიც ბოლო იმედის ჯარიმისთვის დაისაჯა და თერთმეტრიანით ანგარიში 2:0 გახდა. შედეგად, კეშერუ, 11 წუთში ჰეთთრიკი შეასრულა, ხოლო რუსესკუმ დუბლი მიითვალა. დიდი ანგარიშით იმარკვა კიევის “დინამომაც”, ოღონდ მან “რიუ ავეს” დამარცხება პორტუგალიაში მოახერხა.

დიდი ანგარიშები დაფიქსირდა K ჯგუფშიც. “პაოკმა” მინსკის “დინამო” 6:1 გაანადგურა. ნიკოლიჩის ავტოგოლის შემდეგ, ატანასიადისიმ პირველსავე ტაიმში ჰეთთრიკი შეასრულა. სტუმრები კაცნაკლულები რომ დარჩნენ, ნიკოლიჩისმა საკუთარი შეცდომა გამოასწორა, მაგრამ გუნდი განადგურებისგან ვერ იხსნა. “ფიორენტინამ” “გენგამს” 3:0 აჯობა და მსაჯმა სტუმართა ფეხბურთელი აქაც გააძევა, ოღონდ ამ შემთხვევაში ეს პირველსავე ტაიმში მოხდა და ამან მატჩის მსვლელობაზე გავლენა იქონია.

L ჯგუფში “ტრაბზონსფორმა” “მეტალისტს” მსაჯის მიერ მეოთხე დამატებულ წუთზე გატანილი გოლის წყალობით აჯობა, ხოლო “ლეგიამ” “ლოკერენს” ერთადერთი ბურთი 58-ე წუთზე გაუტანა.

 

ევროპის ლიგა 2014/2015. I ტური

A ჯგუფი

გლადბახი (გერმანია) - ვილიარეალი (ესპანეთი) 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 ჰერმანი (21), 1:1 უჩე (68)

გაფრთხილება: პინა (19 ვილიარეალი)

 

აპოლონი (კვიპროსი) - ციურიხი (შვეიცარია) 3:2 (2:0)

გოლები: 1:0 პაპულისი (9), 2:0 გულიონი (40), 2:1 რიკანი (50), 2:2 იაპი (53), 3:2 ფ. კოხი (87 ა.გ.)

გაფრთხილება: გულიონი (33, 80), სანგორი (74), პაპულისი (87), ბრუნუ ვალე (90+2) - შენბეხლერი (31), შერმიტი (44), კუკელი (79), შიკაუი (82, 90)

გაძევება: გულიონი (80) - შიკაუი (90)

 

B ჯგუფი

ბრიუგე (ბელგია) - ტორინო (იტალია) 0:0

გაფრთხილება: მენიე (62) - ელ-კადური (76), მოლინარო (85)

 

კოპენჰაგები (დანია) - ჰიკი (ფინეთი) 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 ნ. იორგენსენი (68), ნ. იორგენსენი (81)

62-ე წუთზე კორნელიუსმა ვერ გამოიყენა თერთმეტმეტრიანი (კოპენჰაგენი)

გაფრთხილება: ანანი (33 ჰიკი), ჰეიკინენი (62 ჰიკი)

 

 C ჯგუფი

პარტიზანი (სერნეთი) - ტოტენჰემი (ინგლისი) 0:0

გაფრთხილება: ილიჩი (55), მარკოვიჩი (68) - ტაუნსენდი (34), დევისი (48),

 

ბეშიქთაში (თურქეთი) - ასტერასი (საბერძნეთი) 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 ტერე (33), 1:1 პარა (88)

გაფრთხილება: კავლაკი (90+2) - გოიანი (73)

 

D ჯგუფი

ზალცბურგი (ავსტრია) - სელტიკი (შოტლანდია) 2:2 (1:1)

გოლები: 0:1 ვაკასო (14), 1:1 ალანი (36), 1:2 ბრაუნი (60), 2:2 ჟონათან სორიანო (78)

გაფრთხილება: ულმერი (10), ჰინტერეგერი (90+1) - ემბროუზი (20), ბრაუნი (39)

 

დინამო (ზაგრები, ხორვატია) - ასტრა (რუმინეთი) 5:1 (3:0)

გოლები: 1:0 სუდანი (17), 2:0 სუდანი (24), 3:0 სუდანი (45+1), 4:0 ენრიკესი (70), 4:1 კიცუ (82), 5:1 ჩორიჩი (90+2)

გაფრთხილება: ჩოპი (5), ანტოლიჩი (38), სუდანი (56), ადემი (90) - ოროში (36), პლიაციკასი (90)

 

E ჯგუფი

პსვ (ჰოლანდია) - ეშტორილი (პორტუგალია) 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 დე იონგი (26 პ.)

გაფრთხილება: სება (61), მანუ (85), ემიდიუ რაფაელი (85), რიკარდუ ვაში (90+3)

 

პანათინაიკოსი (საბერძნეთი) - დინამო (მოსკოვი, რუსეთი) 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 კოკორინი (40), 0:2 იონოვი (49), 1:2 დინასი (69)

გაფრთხილება: ტრიანტაფილოპულოსი (52) - იონოვი (66), იუსუპოვი (81)

 

F ჯგუფი

ყარაბაღი (აზერბაიჯანი) - სენტ-ეტიენი (საფრანგეთი) 0:0

გაფრთხილება: კლემანი (64), გრადელი (67)

 

დნიპრო (უკრაინა) - ინტერი (იტალია) 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 დ’ამბროზიო (71)

გაფრთხილება: ზოზულია (24), სტრინიჩი (52), როტანი (60, 68) - კუზმანოვიჩი (27)

გაძევება: როტანი (68)

 

G ჯგუფი

სტანდარდი (ბელგია) - რიეკა (ხორვატია) 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 სიმანი (74), 2:0 ვინისიუს არაუჟო (87)

გაფრთხილება: დე სარი (53), მპოკუ (70), ვინისიუს არაუჟო (86) - კვრჟიჩი (8), სამარჯიჩი (45+1), კრსტანოვიჩი (64), ლეოვაცი (89), ივანჩიჩი (90)

 

სევილია (ესპანეთი) - ფეინოორდი (ჰოლანდია) 2:0 (2:0)

გოლები: 1:0 კრიხოვიაკი (8), 2:0 მბია (31)

გაფრთხილებები: კოლოძეიჩაკი (33), მბია (76) - დე ვილენა (52), მანუ (81)

 

H ჯგუფი

ლილი (საფრანგეთი) - კრასნოდარი (რუსეთი) 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 ლაბორდე (35), 1:1 კიერი (63)

გაფრთხილება: გრანკვისტი (19), გაზინსკი (62), ბისტროვი (78), ენჯეიჩიკი (84)

 

ევერტონი (ინგლისი) - ვოლფსბურგი (გერმანია) 4:1 (2:0)

გოლები: 1:0 როდრიგესი (15 ა.გ.), 2:0 კოულმენი (45+1), 3:0 ბეინსი (47 პ.), 4:0 მირალიასი (89), 4:1 როდრიგესი (90+4)

გაფრთხილება: ნეისმიტი (54), მირალიასი (72) - კნოხე (46)

 

I ჯგუფი

იანგ ბოიზი (შვეიცარია) - სლოვანი (სლოვაკეთი) 5:0 (2:0)

გოლები: 1:0 ლეციაკსი (5), 2:0 შტეფენი (29), 3:0 ნუცოლო (63), 4:0 ნიკჩი (80), 5:0 ოარო (90+2)

გაფრთხილება: შტეფენი (76) - გრენდელი (32), კოლჩაკი (60), პელტიე (89), იაკუბეკი (90)

 

ნაპოლი (იტალია) - სპარტა (ჩეხეთი) 3:1 (1:1)

გოლები: 0:1 გუშბაუერი (14), 1:1 იგუაინი (23 პ.), 2:1 მერტენსი (51), 3:1 მერტენსი (81)

გაფრთხილება: მერტენსი (66) - ნამოინესუ (23), ბედნარჟი (90+4)

 

J ჯგუფი

სტიაუა (რუმინეთი) - ოლბორგი (დანია) 6:0 (0:0)

გოლები: 1:0 სინმერტიანი (51), 2:0 რუსესკუ (59 პ.), 3:0 კეშერუ (61), 4:0 კეშერუ (65), 5:0 კეშერუ (72), 6:0 რუსესკუ (73)

გაძევება: ლარსენი (57)

 

რიუ ავე (პორტუგალია) - დინამო (კიევი, უკრაინა) 0:3 (0:2)

გოლები: 0:1 იარომლენკო (20), 0:2 ბელიანდა (25), 0:3 კრავეცი (70)

გაფრთხილება: ბრესანი (31), ჯებორი (89) - კრავეცი (22), ვიდა (47), ბურდა (59)

 

K ჯგუფი

პაოკი (საბერძნეთი) - დინამო (მინსკი, ბელარუსი) 6:1 (4:0)

გოლები: 1:0 ნიკოლიჩი (3 ა.გ.), 2:0 ატანასიადისი (11), 3:0 ატანასიადისი (16), 4:0 ატანასიადისი (28), 5:0 პაპადოპულოსი (50), 5:1 ნიკოლიჩი (80), 6:1 ცანდარისი (90)

გაფრთხილება: სიმოვიჩი (31, 63), ნიკოლიჩი (67)

გაძევება: სიმოვიჩი (63)

 

ფიორენტინა (იტალია) - გენგამი (საფრანგეთი) 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 ვარგასი (34), 2:0 კუადრადო (67), 3:0 ბერნარდესკი (88)

გაფრთხილება: კურტიჩი (52), ბასანტა (79) - დიალო (22, 38), მარვო (39), ბოვე (81)

გაძევება: დიალო (38)

 

L ჯგუფი

მეტალისტი (უკრაინა) - ტრაბზონსფორი (თურქეთი) 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 კონსტანი (25), 1:1 გომენიუკი (61), 1:2 პაპადოპულოსი (90+4)

გაფრთხილება: კობინი (88) - კონსტანი (71), პაპადოპულოსი (79)

 

ლეგია (პოლონეთი) - ლოკერენი (პოლონეთი) 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 რადოვიჩი (58)

გაფრთხილება: ბროჟი (64) ჟეზნიჩაკი (77), ჟირო (85) - შოლცი (56), ვანაკენი (79)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115785