ფეხბურთი

13:47 | 29.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ესტიგარიბია “კიევოში” ითამაშებს

ტურინის “იუვენტუსმა” მარცხენაფლანგელი მარსელო ესტიგარიბია “კეივოში” გაანათხოვრა. Larena.it-ის ცნობით, ოფიციალური დოკუმენტები ჯერ არ გაფორმებულა, მაგრამ ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია.

ცნობისათვის, ესტიგარიბია “იუვეში” 2011 წელს გადაბარგდა, მაგრამ მას შემდეგ ძირითადად სხვა კლუბებშია განათხოვრებული. წლეულს, პარაგვაელმა გეზი “კიევოსკენ” აიღო.

აღსანიშნავია, რომ გასულ სეზონში, ესტიგარიბია “სამპდორიას” ღირსებას იცავდა და 34 მატჩში 2 გოლიც მიითვალა.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115629