ფეხბურთი

17:02 | 6.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ედინ ჯეკო ბოსნიის ნაკრების ქომაგებს: “გრცხვენოდეთ!”

ბოსნიის ნაკრებმა შინ ამხანაგური მატჩი წააგო ეგვიპტესთან (0:2) და ედინ ჯეკომ შეუცვლელად ითამაშა. “მანჩესტერ სიტის” ფორვარდი გაბრაზებულია ნაკრების მწვრთნელ საფეტ სუშიჩზე და ასევე, გულშემეტკივრებზე.

“ნაკრებში მცირე ტრავმით ჩამოვედი და სუშიჩმა ეს იცოდა, მაგრამ რატომღაც ბოლომდე მათამაშა. ჩვენ შევთანხმდით, რომ ან შესვენებისას, ან მეორე ტაიმის საწყისი 15 წუთის შემდეგ შემცვლიდა. არ ვიცი, რატომ მოიქცა ასე. და კიდევ, გულშემატკივრებმა მისტვინეს, რაზეც მათ უბრალოდ ვეტყოდი – გრცხვენოდეთ! მადლობას ვუხდი იმ ქომაგებს, რომლებიც მხარს მიჭერდნენ. ყველას გასაგონად მინდა ვთქვა, რომ ნაკრებში თავი არასოდეს დამიზოგავს”.

თეგებიედინ ჯეკო
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109431