კალათბურთი

20:06 | 14.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ძმები გასოლები მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოვლენ

ესპანური პრესის ცნობით, ამ ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი, „მემფის გრიზლის“ ცენტრალური თავდამსხმელი მარკ გასოლი თანახმაა მსოფლიოს 2014 წლის  ჩემპიონატზე, რომელსაც ესპანეთი უმასპინძლებს, თავისი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს დაეხმაროს.

მარკამდე ეროვნულ ნაკრებში თამაშის სურვილი მისმა უფროსმა ძმამ პაუმაც გამოთქვა.

2013-14 წლების სეზონის დასაწყისში მარკმა მუხლის ტრავმის გამო 23 შეხვედრა გამოტოვა. 59 შეხვედრაში კი საშუალოდ 14,6 ქულა, 7,2 მოხსნა და 3,6 პასი დააგროვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115323