ფეხბურთი

16:43 | 16.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

დროგბამ “რეალთან” 3 ქულა დაგეგმა

სტამბულის “გალათასარაის” გამოცდილი ფორვარდი დიდიე დროგბა მადრიდის “რეალთან” უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მატჩში გამარჯვებას გეგმავს.

“როდესაც სახლში ვთამაშობთ, გულშემატკივრების წარმოუდგენელი მხარდაჭერა გვაქვს. ეს “რეალის” ფეხბურთელებს კარგად ახსოვთ. იმედია, გულშემატკივრები “გალათასარაის” “რეალთან” მატჩში ჩვეულად გაამხნევებენ, ჩვენ კი, ესპანური გრანდი უნდა დავამარცხოთ”, - განუცხადა კოტდივუარელმა Goal-ს.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის გასულ გათამაშებაში, “გალათასარაიმ” “რეალს” 3:2 სძლია.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128277