ფეხბურთი

21:42 | 17.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

დროგბა ლონდონში თბილ დახვედრას ელის

თურქული “გალათასარაის” თავდამსხმელი დიდიე დროგბა, “ჩელსისთან” ჩემპიონთა ლიგაზე გასამართი მატჩის წინ კომენტარს აკეთებს. შეგახსენებთ, რომ კოტ დ’ივუარელმა შემტევმა “სტემფორდ ბრიჯზე” 8 წელი გაატარა.

“როდესაც გავიგე, რომ “სტემფორდ ბრიჯზე” დაბრუნება მიწევდა, გაორებული შეგრძნება დამეუფლა. ერთის მხრივ, ყოფილ გუნდთან თამაშით გახარებული ვიყავი, მაგრამ მეორეს მხრივ, არ ვიცი, როგორი რეაქცია მექნება ამაზე. “ჩელსიში” ხომ 8 წელი გავატარე. ამ გუნდმა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებთან მიახლოების საშუალება მომცა.

იმედი მაქვს, “გალათასარაი” შემდეგ ეტაპზე გავა, თუმცა ეს რთული იქნება.

ვფიქრობ, არ შევცდები თუ ვიტყვი, რომ “სტემფორდ ბრიჯზე” თბილად დამხვდებიან. “ჩელსის” გულშემატკივრებს ვიცნობ. მათთან თბილი ურთიერთობა მაქვს. ქომაგებთან შეხვედრას მოუთმენლად ველი.” – ციტირებს დროგბას სიტყვებს UEFA-ს ოფიციალური ვებგვერდი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114398