ფეხბურთი

13:49 | 8.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

დროგბა: “გალათასარაის” სამომავლო მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა”

 

სტამბულის “გალათასარაის” ვეტერანმა ფორვარდმა დიდიე დროგბამ განაცხადა, რომ მომავალში, მისი გუნდის მიზანი უეფას ჩემპიონთა ლიგის მოგება იქნება და მზადაა, თანაგუნდელებს თავისი გამოცდილება გაუზიაროს.

“ჩემპიონთა ლიგასთან განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. ძალიან დიდ ხანს ველოდი იმ მომენტს, როცა ამ თასს შევეხებოდი. ჩემთვის, ამ ტურნირში ასპარეზობა დიდი სიხარულია. მატჩების წინ ჩემპიონთა ლიგის ჰიმნის მოსმენა მაბედნიერებს. “გალათასარაის” სახით, ამბიციური კლუბი ვიპოვე, რომლის სამომავლო მიზანიც ჩემპიონთა ლიგის თასია. ამგვარად, ჩემი სტამბულში გადმოსვლა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო. მინდა, გუნდის ნაწილი ვიყო და “გალათასარაის” ამ რთული მიზნის მიღწევაში დავეხმარო. ეს ყველაფერი ძალიან ამაღელვებელია”, - უთხრა კოტდივუარელმა უეფას ოფიციალურ საიტს.

შეგახსენებთ, რომ “გალათასარაიმ” მადრიდის “რეალთან” პირველი 1/4-ფინალური მატჩი წააგო (0:3).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.136765