ფეხბურთი

21:39 | 16.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

დონადონი: “ეს ჩვენი საუკეთესო თამაში არ ყოფილა”

იტალიური “პარმას” მთავარი მწვრთნელი რობერტო დონადონი, “მილანთან” გასვლაზე 4:2 მოგების შემდეგ აცხადებს, რომ მის გუნდს უკეთ თამაშიც შეუძლია.

“მინდა ვიყო გულახდილი და ვთქვა, რომ ეს ჩვენი საუკეთესო თამაში არ ყოფილა. თუმცა, ფეხბურთელები უნდა შევაქო, რადგან მილანში მოგება ადვილი არაა.

ფეხბურთელებმა შესაშური ენთუზიაზმი გამოავლინეს. 2:0 ვიგებდით, შემდეგ “მილანმა” გაათანაბრა, მაგრამ კიდევ 2 გოლი გავიტანეთ. რა თქმა უნდა, შეცდომებს ვუშვებდით, მაგრამ მაინც კარგად ვიმუშავეთ.” – აცხადებს რობერტო დონადონი.

0.116845