ქართველი ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი უიმბლდონის გათამაშებას მე-2 წრეში გამოეთიშა. ტატიშვილმა საწყის რაუნდში ტაილანდელი ტამარინე ტანასუგარნი დაამარცხა, თუმცა, იტალიელ კამილა ჯორჯის ვეღარ გაუმკლავდა და მატჩში, რომელიც მხოლოდ 52 წუთს გაგრძელდა, 3:6, 1:6 წააგო.
ტატიშვილმა ლონდონურ კორტებზე 100 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, მაგრამ ვინაიდან უიმბლდონზე პირველი წრე შარშანაც დასძლია, რეალურად, აქტივს ვერაფერს შემატებს.
ანა ლონდონში რჩება და დღეიდან რუს ნინა ბრატჩიკოვასთან ერთად უიმბლდონის წყვილთა ტურნირში ჩაებმება. ქართველი და რუსი ძალებს მე-10 ნომრად განთესილ ამერიკულ დუეტთან (კოპს-ჯონსი/სპირსი, მე-10 განთესვა) მოსინჯავენ.







