როგორც მოსალოდნელი გახლდათ, მილანში გამართული ედუარდო კრესპის მემორიალი ბაადურ ჯობავას (2678) გამარჯვებით დასრულდა. პირველ ნომრად განთესილმა ქართველმა დიდოსტატმა ცხრა ტურში 8.5 ქულა მოაგროვა და ჩემპიონობა ისე გაიფორა, საკუთარი უპირატესობა ეჭვქვეშ ერთხელაც არ დაუყენებია.
ჯობავამ ერთადერთი ყაიმი მერვე ტურში უკრაინელ ვლადიმირ მალანიუკთან (2504) გააფორმა, დასკვნით ტურში კი ჰოლანდიელ დავიდ ალბერტოს (2597) სძლია და სპეციალურ თასთან ერთად, საპრიზო ფონდიდან 1000 ევროც მიიღო. მეორე ადგილზე გასულმა მალანიუკმა თავი 6.5 ქულას მოუყარა, მესამეზე კი კიდევ ერთი უკრაინელი ვადიმ შიშკინი გავიდა 6.0 ქულით.







