ფეხბურთი

14:18 | 12.01.2012 | ნანახია [] - ჯერ

ჯაკობია “გოვერლა-ზაკარპატიაში” საუკეთესოდ ცნეს

უკრაინის პირველი ლიგის ლიდერ უჟგოროდის “გოვერლა-ზაკარპატიას” ოფიციალურ ვებგვერდზე ქომაგებს შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, ლაშა ჯაკობია სეზონის პირველ ნახევარში გუნდის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
31 წლის ფეხბურთელი უჟგოროდელებს გასული წლის ზაფხულში შეურთდა და პირველ ლიგაში ჩატარებულ 17 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში ის სხვადასხვა უკრაინული გამოცემების ვერსიით ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.
გამოკითხვაში 524 ქომაგი მონაწილეობდა, რომელთაგან 196 მხარი ჯაკობიას დაუჭირა. მეორე ადგილზე გასულმა ოლექსანდრ ნადმა 156 ხმა მიიღო, ხოლო მესამეადგილოსანმა ოლეგ მიშჩენკომ – 49.

 

ლაშა თაბაგარი
 

Loading...
0.121839