ფეხბურთი

12:25 | 28.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

“დინამოს” აკადემიის ხელმძღვანელობის საქმიანი შეხვედრა

ხუთშაბათს, “დინამო არენაზე”, თბილისის “დინამოს” აკადემიის მესვეურები მოზარდ ფეხბურთელთა მშობლებს შეხვდნენ.

საპრესკონფერენციო დარბაზში  აკადემიის ხელმძღვანელმა გიორგი მინაშვილმა, ფიზმომზადების მწვრთნელმა რიკარდო დევივომ, სელექციონერმა თეიმურაზ უგრეხელიძემ და აკადემიის ექიმმა გია ღვალაძე მშობლებს ფეხბურთელის განვითარების პროგრამა წარუდგინეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, გიორგი მინაშვილმა კომენტარი “დინამოს” ოფიციალური ვებგვერდისთვის კომენტარი გააკეთა.

გიორგი მინაშვილი: “მსგავსი კრება პირველად ჩატარდა, სადაც მშობლებს აკადემიაში მომხდარი ცვლილებების შესახებ ვუამბეთ. ამასთანავე, აკადემიის პროგრამის პრეზენტაცია გვქონდა. მშობლებს გავაცანით თუ როგორ მოხდება მოზარდი ფეხბურთელების აღზრდა და განვითარება როგორც ტექნიკურად და ტაქტიკურად, ასევე, ფიზიკურად. ჩვენი მიზანი იყო მშობლებს გაეგოთ და სცოდნოდათ რა შეიცვალა და რა სიახლეები არის “დინამოს” საფეხბურთო აკადემიაში. დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო გაგვეცნო მშობლებისთვის “დინამოს” საფეხბურთო აკადემიის მზაობა, თუ რამდენად შეესაბამება თანამედროვე ფეხბურთის მოთხოვნებს აკადემიის სტრუქტურა და ინფრასტრუქტურა. მშობლებს გავაცანით სამწვრთნელო მეთოდიკა და სტილი, რომელიც მთლიანობაში ქმნის იმ სისტემას, რომელიც ეხმარება მწვრთნელებს გუნდის მართვაში”

fcdinamo.ge

ფოტო fcdinamo.ge

 

 

0.121761