ფეხბურთი

20:06 | 27.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

დიეგო გოდინი: "ჩვენ ვიცით, როგორ გავიმარჯვოთ დერბიში”

 მადრიდის "ატლეტიკოს" ურუგვაელი ფეხბურთელის დიეგო გოდინის განცხადებით, მადრიდული დერბის ორივე მონაწილეს თანაბარი შემადგენლობა ჰყავს, თუმცა გამორჩეული მაინც კრიშტიანუ რონალდუ იქნება.

"ისკო ის ფეხბურთელია, რომელსაც შეუძლია მოედანზე რაიმე განსხვავებული გააკეთოს, თუმცა ჩვენც გვყავს ფეხბურთელები: დიეგო კოსტა, დავიდ ვილია, კოკე და არდა თურანი, რომელთაც მატჩის მოგება შეუძლიათ. რონალდუს თამაში კი დერბიში გადამწყვეტი იქნება. მას შეუძლია მატჩის მოგება. "რეალი" ფავორიტია, თუმცა ჩვენ როგორც ფიზიკურად ისე ტექნიკურად დიდებულ ფორმაში ვართ და ვიცით, როგორ გავიმარჯვოთ "სანტიაგო ბერნაბეუზე".

ესპანეთის ჩემპიონატში "რეალი" "ატლეტიკოს" ორი ქულით ჩამორჩება. მადრიდული დერბი "სანტიაგო ბერნაბეუზე" შაბათს, 24:00 საათზე დაიწყება.

 

გიორგი ბალახაძე

  


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108917