ფეხბურთი

14:17 | 4.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

დიდიე დეშამი: “ვარანის გამოძახება ლოგიკურია”

 

საფრანგეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლში ფინელებთან დასკვნითი მატჩისთვის რაფაელ ვარანის გამოძახებას ლოგიკურად მიიჩნევს.

ახალგაზრდა ფრანგმა მცველმა მაისში მიღებული მუხლის ტრავმის შემდეგ, მადრიდის “რეალის” შემადგენლობაში პირველად ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში დანიის “კოპენჰაგენის” წინააღმდეგ ითამაშა.

“ის მოედანზე დიდი ხანია არ გამოჩენილა, მაგრამ არ შეიძლება იმის გაუთვალისწინებლობა, რაც წარსულში ჩვენთვის გაუკეთებია. ჩემი აზრით, ასეთი ფეხბურთელის ნაკრებში გამოძახება ლოგიკური ნაბიჯია. იგი საფრანგეთის ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია” – იუწყება დეშამის სიტყვებს ესპანური გამოცემა AS-ი.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117935