ფეხბურთი

17:12 | 17.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

დევიდ მოიესი: “ფერგიუსონის შეცვლა შეუძლებელია”

ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედის” ახალი მთავარი მწვრთნელი დევიდ მოიესი მიიჩნევს, რომ კლუბში სერ ალექს ფერგიუსონის შეცვლა შეუძლებელია. Goal-თან საუბარში 50 წლის შოტლანდიელმა აღნიშნა, რომ მისი გადამდგარი თანამემამულე კლუბში რჩება და მას საჭირო რჩევებს აძლევს.

“მე ვერ ვიქნები სერ ალექს ფერგიუსონზე უკეთესი, რადგან მასზე უკეთესად ყოფნა უბრალოდ შეუძლებელია. სერ ალექსი კლუბში რჩება და მსურს, რომ ის მუდამ ახლოს იყოს. მასთან ძალიან ხშირად ვსაუბრობ. თუმცა, კლუბმა წინ უნდა იაროს. მიმაჩნია, რომ ამ სამუშაოსთვის მზად ვარ. “პრესტონსა” და “ევერტონში” მუხლჩაუხრელად ვმუშაობდი. ძალიან ბევრს ვშრომობდი და სადღაც იღბლის იმედიც მქონდა, რომ ასეთ სერიოზულ ადგილას აღმოვჩენილიყავი.

ვფიქრობ, ამჟამად ყველაზე სერიოზული თანამდებობა მიკავია. “მანჩესტერში” ახალბედა ვარ, მაგრამ მთლიანობაში ახალბედა სულაც არ ვარ. მაქსიმუმს გავაკეთებ, რათა გუნდმა მომავალი სეზონი სატურნირო ცხრილის სათავეში დაასრულოს. ხალხს რატომღაც ავიწყდება, რომ პრემიერლიგაში 11 წელი გავატარე და საკმარისი გამოცდილება მაქვს”, - განაცხადა მოიესმა.

0.114114