ფეხბურთი

11:54 | 17.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

დემიკელისი ნაკრებში გამოძახებამ გააოცა

“მანჩესტერ სიტის” მცველმა მარტინ დემიკელისმა ერთ-ერთ ბრიტანულ გამოცემას უთხრა, რომ არგენტინის ეროვნული ნაკრების სამუნდიალე გაფართოებულ განაცხადში მოხვედრას არ ელოდა. 33 წლის ფეხბურთელს ახლა უკვე იმაში ეპარება ეჭვი, რომ ბრაზილიაში წამსვლელ 23-კაციან შემადგენლობაშიც გამოინახება მისი ადგილი.

“ნაკრებს მიღმა დარჩენას უკვე შეგუებული ვიყავი და სიტყვებით ვერ გადმოგცემთ, რა დამემართა, გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვედრის შესახებ რომ შევიტყვე. “მანჩესტერ სიტისთან” ერთად ჩემპიონის ტიტულის მოგებით გამოწვეულ სიხარულს კიდევ ერთი სიხარული დაემატა. მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის შანსი გამიჩნდა და მაქსიმალურად უნდა ვეცადო, გამოვიყენო” – განაცხადა მარტინ დემიკელისმა.

0.148092