ფეხბურთი

17:23 | 18.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

დე ჩელიე სეზონის ბოლომდე “ჯენოაში” ითამაშებს

ტურინის “იუვენტუსის” 27 წლის მარცხენა მცველი პაოლო დე ჩელიე, სეზონის ბოლომდე, “ჯენოაში” ითამაშებს.

დე ჩელიეს განათხოვრების მიზეზი ისაა, რომ ფეხბურთელს სათამაშო დრო თითქმის არ ეძლეოდა. სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში ის მოედანზე სულ 4-ჯერ ვიხილეთ, აქედან 2-ჯერ სასტარტო შემადგენლობაში.

პაოლო დე ჩელიე “იუვენტუსის” სკოლის აღზრდილია. 2007 წელს ის “სიენაში” გადავიდა, მაგრამ ტურინელებმა ფეხბურთელი ერთი წლის შემდეგ დაიბრუნეს. “ბებერი სინიორას” მაისურით მას 118-ჯერ უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123096