სხვა

1:26 | 10.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

დავით ქირია მსოფლიოს ჩემპიონია!

ქართველმა კიკბოქსიორი დავით ქირია საპრომოუტერო კომპანია GLORY-ს მიერ ორგანიზებული მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის მატჩის გამარჯვებული გახდა.

26 წლის ქირიამ ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გამართული მსუბუქი წონითი კატეგორიის (70 კგ-მდე) ფინალურ შეხვედრაში სურინამელი ენდი რისტი მე-5 რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ GLORY-ს ოფიციალურ რეიტინგში პირველ ადგილზე მყოფ რისტის ზურგს 44 გამარჯვება უმაგრებდა და მხოლოდ 3 მარცხი ჰქონდა, თუმცა, ქართველ მებრძოლთან მაინც ვერაფერს გახდა.

ისიც ვთქვათ, რომ ქირიას აქტივში 22 მოგება (8 ნოკაუტით) და 8 მარცხია. ამჟამად, დავითს კლასიფიკაციაში მე-3 პოზიცია უკავია.

http://www.youtube.com/watch?v=l3xF0RmhXqQ

Loading...
0.109702